x
მეტი
  • 26.05.2019
  • სტატია:90406
  • ვიდეო:340242
  • სურათი:452643
კვების 10 მნიშვნელოვანი ჩვევა, რომლის დახმარებითაც შეინარჩუნებთ სასურველ წონას დიეტის გარეშე

ნაკლებხნიანი დიეტები არ ჭრის პრობლემას, რადგან რასაც იკლებთ მალევე იმატებთ, უკანასკნელი კვლევებით, რომელიც ამერიკულ ფსიქოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნდა, დადგინდა კვების 10 მნიშვნელოვანი ჩვევა, რომლის დახმარებითაც დიეტის გარეშე შეინარჩუნებთ წონასა და ჯანმრთელობას.


წარმოგიდგენთ ამ ათ ჩვევას:


1. მიირთვით ნელა და დაღეჭეთ კარგად



image

დადგელილია, რომ რაც უფრო სწრაფად ჭამთ, მით უფრო სწრაფად სუქდებით. უნდა მიირთვათ ნელა და ისიამოვნოთ, ასეთ დროს გიჩნდებათ დანაყრების განცდა და საკვებიც მზადაა კარგად გადასამუშავებლად.


2. დალიეთ წყალი რეგულარულად



image

ასევე დადგენილია, რომ ნახევარი ლიტრი წყლის დალევა ჭამამდე 20 წუთით ადრე ასუსტებს შიმშილის განცდას და ზოგადად, წლის დალევა ყოველდღიურად და დღის განმავლობაში რეგულარულად, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას. როდესაც ადამიანები ჭამამდე სვამენ წყალს, 44 % მეტს იკლებენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ასე არ იქცევიან



3. მოათავსეთ არაჯანსაღი საკვები წითელ თეფშზე


image


შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ასევე დადგინდა, რომ ფსქიოლოგიური თვალსაზრისით წითელი თეფშიდან საჭმლის მირთმევა აქრობს ჭამის სურვილს, ასევე წითელი ფინჯნიდან ნაკლებ სასმელს ვსვამთ, შესაძლოა იმიტომ, რომ წითელი ფერი აკრძალვის წითელ სიგნალთან ასოცირდება.


4. თავი აარიდეთ შაქრიან სასმელებს



image

ყოველდღიური ლიმიტი შაქრის დაახლოებით 37 გრამია კაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის 25. როცა თქვენ ქილის პეპსის ან კოკაკოლას სვამთ ანდა ნებისმიერ გამაგრილებელ სასმელს, მინიმუმ 52 გრამ შაქარს იღებთ, სჯობს დალიოთ მწვანე ჩაი, უშაქრო ყავა ანდა ახლად დაწურული წვენი.



5. მიირთვით ყურადღების გაფანტვის გარეშე


image

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ტელევიზორს უყურებენ ჭამისას, უფრო მეტს ჭამენ და სწრაფად.



6. ჭამეთ 2 კვერცხი ყოველდღე


image

კვერცხში დიდი რაოდენობით პროტეინებია და დიდხანს გაქვთ სისავსის განცდა, თანაც ის ნაკლებკალორიულია და გეხმარებათ წონაში დაკლებაში.


7. არ გამოტოვოთ საუზმე


image


საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია, დილით გჭირდებათ ენერგია და თუ არ მიირთმევთ საუზმეს ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, თანაც დილით, კაგრად უნდა მიირთვათ, დადგენილია, რომ დილის საუზმე არ ასუქებს.



8. დაღეჭეთ პიტნის კევი, როცა გშიათ


image

პიტნის კევი გეხმარებათ საჭირო ფერმენტების გამოყოფაში, რომლის საშუალებითაც ჩქარდება საკვების გადამუშავება და ასევე იგი აქრობს შიმშილის გრძნობას.


9. მიირთვით კარგად განათებულ ადგილას


image

კვლევით დადგინდა, რომ ადამიანები როცა განათებულ ადგილზე ჭამენ, მეტად აქტიურები არიან და საკვებს უფრო კარგად გადაამუშავებენ.



10. მიირთვით ხშირად, საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის



image

ეს არის ოქროს წესი. როცა ხშირად და ცოტას ჭამთ, თქვენ არ ტვირთავთ თქვენს კუჭს ზედმეტად, გადაანაწილეთ სხვადასხვა სახის საკვები დღის განმავლობაში, საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე კარგად იკვებეთ, ხოლო დანარჩენი დრო მსუბუქად.

ასე არ გასუქდებით.



0
147
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0