x
image
ნინო ბაისონაშვილი
ბავშვთა პრობლემები საქართველოში

1950 წლიდან მთელის მსოფლიო სიმბოლურად ბავშვთა დაცვის დღეს ყოველი წლის პირველ ივნისს აღნიშნავს. ცივილიზებული მსოფლიო ერთხმად თანხმდება რომ ბავშვებს აქვთ მთელი რიგი უფლებები: თვითგამოხატვის, თავშესაფრის, განათლების, ჯანმრთელობის და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ შეთანხმებას ვუერთდებით და ვაღიარებთ მათ უინდამენტურ უფლებებად, საქართველო მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე უსუსურ ქვეყნად ბავშვთა პრობლემების წინაშე. არ არსებობს კანონი, რომელიც ბავშვს ძალადობისგან/მოძალადისგან დაიცავს, უზრუნველყოფს ძალადობის პრევენციას, ბავშვების პასპორტიზაციას და, შესაბამისად განათლებას. ბავშვები რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ფინანსური, თაღლითური სქემების განხორციელების ძირითად ინსტრუმენეტებად, სახელმწიფო კანონმდებლობა კი მეტისმეტად უძლურია მსგავსი ფაქტებისწინაშე. ბოლო დროს თითქოს გადაიდგა ზანტი ნაბიჯები, კანონმდებლობით განისაზღვრა სტატუსი “ მიუსაფარი ბავშვი“, მაგრამ მის პრაქტიკულ შედეგებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.

პრობლემები მხოლოდ მიუსაფარ ბავშვებში არ გვხვდება. თანამედროვე სკოლებშიც უხვად გვხვდება უხეში დარღვევები, რაც, ძირითადად, მოსწავლეებისთვის თვითგამოხატვის და გარკვეულწილად თავისუფლების შეზღუდვას გულისხმობს. ბავშვებზე ფიზიკური ძლადობის ცალკეული ფაქტები ჯერ ისევ გვხვდება, თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობა გაცილებით პრობლემატური და მასშტაბურია.

პრობლემა საკმაოდ აქტუალურად დგას ოჯახებშიც. მშობლები ხშირად გაუანალიზებლად, სრულიად გაუცნობიერებლად უწევენ ბავშვებს ექსპლუატაციას. კანონით დაუშვებელია თვრამეტ წლამდე პირის მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მუშაობის იძულება, ხელის შეშლა საბაზისო განათლების მიღების პროცესში, რომ აღარაფერი ვთქვათ იძულებით არასრულწლოვანი პირის გათხოვებაზე, რაც არაფრით არ შეიძლება მართლდებოდეს, განსაკუთრებით საზოგადოებრივი სტერეოტიპებით. დასანანია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მშობლები საზოგადოებრივი, კოლექტივისტური პრინციპებით უფრო ხელმძღვანელობენ, ვიდრე შვილების კეთილდღეობიდან გამომდინარე. სახელმწიფო კი ჯერ ისევ ინერტულია მსგავსი პრობლემების მიმართ, რაც მესამე სექტორის ძალისხმევას მნიშვნელოვნად აფერხებს. სამუშაო კი ჯერ ისევ დიდია გასაწევი, განსაკუთრებით კანონმდებლობის და მისი პრაქტიკული ამოქმედების თვალსაზრისით.image







0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0