x
კანონგარეშე
რუსულმა ოკენოგრაფიულმა ხომალდმა «Янтарь», სირიის სანაპიროებთან ჩაძირული "МиГ-29КР და Су-33" იპოვა

image რუსეთის საინფორმაციო სამსახურების თქმით რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ჩაატარა უნიკალური ოპერაცია ღრმაწყლოვან ადგილზე სირიის სანაპიროებთან. ოკეანოგრაფიული ხომალდის «Янтарь» და უპილოტო რობოტიზირებული აპარატების დახმარებით აღმოჩენილ იქნა მძიმე რუსული ავიამზიდიდან ("ადმირალი კუზნეცოვი") გადავარდნილი საგემბანო გამანადგურებლები "Су-33" და "МиГ-29КР", რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში იყვნენ ჩავარდნილი. აღნიშნულის თაობაზე «Известия"-ს განუცხადეს ჩრდილოეთის ფლოტის შტაბში. უპილოტო რობორიზირებულმა აპარატებმა შესძლეს გამანადგურებლებიდან მოეხსნათ მთელი რიგი დეტალები, რასაც რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტში გამანადგურებლების საიდუმლო დეტალებისაგან "გაწმენდა" უწოდეს.
რუსმა სამხედრო ექსპერტებმა საზღვაო ოპერაციას როგორც ყოველთვის "უანალოგო" უწოდეს და განაცხადეს, რომ სადღეისოდ რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის განკარგულებაშია მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო და გამოცდილი რობოტიზირებული აპარატები ღმაწყლოვანი კვლევებისათვის, არა მარტო ზღვებსა თუ ტბებში არამედ ექსტრემალური კვლევებისათვის ოკეანეებშიც კი.
როგორც ვიცით ორივე საგემბანო გამანადგურებელი "ადმირალმა კუზნეცოვმა" დაკარგა საბრძოლო-სავარჯიშო ფრენებისას სირიის სანაპიროებთან. გასული წლის 13 ნოემბერს ავიამზიდიდან აფრენისას ზღვაში გადავარდა "МиГ-29КР". ზოგიერთი მონაცემებით თვითმფრინავს საწვავის მიწოდების სისტემამ უმტყუნა. 5 დეკემბერს კი გემბანზე დაჯდომისას გემბანიდან გადავარდა გამანადგურებელი "Су-33".
როგორც ჩრდილოეთის ფლოტის შტაბში განუცხადეს გამომცემლობას, ორივე გამანადგურებელი აღმოჩენილ იქნა წყალქვეშა უპილოტო აპარატების მიერ, თუმცა არ იქნა დასახელებული აპარატების დასახელება და მათი მონაცემები.
«Янтарь» — ესაა ოკეანოგრაფიული კვლევების 22010 «Крюйс» პროექტის ხომალდი. გემი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტს გადაეცა 2015 წელს, გემი ოფიციალურად შედის ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში. გემის სიგრძე 172 მეტრია ხოლო წყალწყვა კი 5 000 ტონა. წყალქვეშა რობოტიზირებული აპარატების გარდა მას შეუძლია ატაროს ღრმაწყლოვანი კვლევებისათვის საჭირო ბატისკაფები «Русь», «Консул» და «Мир».
გემის წამყვანი ხრახნი გემის ელექტროძრავასთან შეერთებულია სპეციალური ბურთულ-ღერძოვანი კონსტრუქციით, რაც ხრახნს და მიმმართველ ფრთას საშუალებას აძლევს იტრიალოს 360 გრადუსით. აღნიშნული გადაწყვეტა გემს საშუალებას აძლევს მისი კონსტრუქტორების აზრით, გემი სამუშაოების დროს, ასევე საკმაოდ ძლიერი შტორმის დროსაც კი უძრავად იდგეს ერთ ადგილზე.

0
261
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0