x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
94 წლის ასაკში გარდაიცვალა მილიარდელი გასტონ გლოკი, რომელმაც სათავე დაუდო მისი სახელობის პისტოლეტების წარმოებას

image
მსოფლიოში ბევრი არაა ისეთი იარაღის კონსტრუქტორები, რომლებსაც შეუძლიათ იამაყონ მათი გამოგონების და წარმოების შეიარაღებით. გასტონ გლოკი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ეამაყა მის მიერ შექმნილი პისტოლეტების მთელი სერიით, რომლებიც მისსავე სახელს ატარებს დღემდე.
გასტონ გლოკის მიერ შექმნილი გლოკის პისტოლეტი თუ ყველაზე საუკეთესო არა, ერთერთი ყველაზე საიმედო პისტოლეტია მსოფლიო მასშტაბით. საკმაოდ მარტივი კონსტრუქცია, საიმედოობა, სწრაფსროლა, მიზანში ეფექტური სროლის საოცარი ეფექტურობა-აი რა მახასიათებლები ჰქონდა და აქვს გასტონ გლოკის წარმოების პისტოლეტებს.

გასტონ გლოკმა შექმნა გლოკის პისტოლეტების მთელი სერია, თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა და აქვს.


თუ ზოგიერთი მოდელი პოლიციისთვისაა გათვლილი, მეორე ტიპის მოდელი გათვლილია დაცვის სპეციალური სამსახურებისათვის წაგრძელებული მჭიდებით, ასევე ძალიან მაღალეფექტურია გლოკის სამხედრო დანიშნულების ვერსიები, წაგრძელებული ლულით, დამცველის სპეციფიკით და სასხლეტის თავისებურებით.

მსოფლიოს უამრავი ქვეყნის სპეცსამსახურების უსაყვარლესი პისტოლეტია გლოკი, სხვადასხვა მოდიფიკაციით.


თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პისტოლეტების დეფიციტი ნამდვილად არაა უდიდესი პოპულარობით სარგებლობს გასტონ გლოკის წარმოების პისტოლეტები, რომელიც მისი კონსტრუქტორის სახელს ატარებს.


ერთი სიტყვით გარდაიცვალა ლეგენდა, რომელმაც მსოფლიოს დაუტოვა ასევე ლეგენდად ქცეული ბრენდი პისტოლეტ გლოკის სახით.

0
219
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
219