x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქართული სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი "დელტას" მორიგი წარმატება, ქართული სამხედრო ნაწარმი უკვე იკავებს თავის ნიშას

image არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა ქართული სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი "დელტას" წარმოების 32 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო, საცეცხლე მოდულების შეძენის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა ქართულ მხარეს დაუკვეთა 32 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო, საცეცხლე უზრუნველყოფის მოდულები.
ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე ისაუბრა სამხედრო სამეცნიერო ცენტრ "დელტას" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამხედრო საცეცხლე უზრუნველყოფის მოდულების პირველი ნაწილი, რომლის ღირებულება დაახლოებით 11 მილიონი დოლარია ამ დღეებში გაიგზავნება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, მომდევნო ნაწილი კი ივნისის ბოლოსათვის გაიგზავნება ხელშეკრულების თანახმად.
დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული "დელტაში" შეიქმნა რამდენიმე წლის წინ, ის დაყენებულ იქნა პირველ ქართულ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე "ლაზიკა".
მოდული შედგება " 2A14" ტიპის 23 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხის და 7, 62 კალიბრიანი "ПКТ" ტყვიამფრქვევისაგან.
სამიზნის ამოცნობისა და განსაზღვრისათვის მოდულზე დაყენდება ღამის ხედვის ხელსაწყო. მოდულს ასევე გააჩნია სტაბილიზატორი სროლის სიზუსტისათვის და სითბოვიზორი ღამის და უამინდობის პირობებში საცეცხლე უზრუნველყოფის ეფექტურობისათვის.
მოგეხსენებათ ეს არაა პირველი ქართული ტექნიკა რომელიც ექსპორტზე გავიდა, "დელტამ" უკვე გაყიდა რამდენიმე ათეული დაჯავშნული სამედიცინო–საევაკუაციო მანქანები საუდის არაბეთში.
წარმატებები და მორიგი გამარჯვებები ვუსურვოთ ქართულ სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკურ ცენტრს.

0
155
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0