x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სად მიყავთ რუსებს "ნაქები" ტანკი "არმატები და ჯავშანტრანსპორტიორები "ბუმერანგი", რადგან ისინი უკრაინაში ჯერ არავის დაუფიქსირებია

image
ქსელში გამოჩნდა რუსების მიერ "მსოფლიოში უანალოგო ტანკად მონათლული" რუსული ტანკები Т-14 "არმატა" და ასევე "უანალოგო" ჯავშანტრანსპორტიორი К-17 "ბუმერანგი". მათი სურათების გამოქვეყნებისას მათი ავტორები ირიბად მიანიშნებდნენ, რომ აღნიშნული ტექნიკა უკრაინაში გადაჰქონდათ იქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში გამოსაყაენებლად.
თუმცა ეს ინფორმაცია აღმოჩნდა "ურა-პატრიოტების" მორიგი აღტკინების შედეგი.
როგორაა რეალური სურათი აღნიშნულ ტექნიკასთან დაკავშირებით?
ცნობილი ფაქტია, რომ Т-14 "არმატა" შეიქმნა პუტინის უშუალო ბრძანებით, რომელმაც რუსულ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მოსთხოვა დაეპროექტებინათ და შეექმნათ ზეთანამედროვე ტანკი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მსოფლიოში აღიარებულ ტანკებს, როგორიცაა ამერიკული "აბრამსი", ებრაული "მერკავა" და გერმანული "ლეოპარდი".
ჯამში შეიქმნა ახალი რუსული ტანკი, რომელიც სამხედრო ექსპერტების ცნობით ძალიან ჩამოჰგავს საბჭოთა-რუსული წარმოების ტანკებს, თუმცა დაჯავშნაში, დაცვის ელემენტებში, ცეცხლის მართვის სისტემაში შეტანილ იქნა ცვლილებები, ამასთან ერთად შეიცვალა ძრავი, რომლის სიმძლავრე შესამჩნევად გაზარდეს.

რუსულ გამოცემებში რუსი პრო პუტინისტურად განწყობილი ბლოგერები წერდნენ, რომ "არმატას" მიეცა შანსი უკრაინაში გამოეჩინა თავი და ბრძოლის ველზე ეჩვენებინა თავისი სიძლიერე "აბრამსების" და "ლეოპარდების" წინააღმდეგ ბრძოლებში.
თუმცა სურვილი სურვილად დარჩა და უკრაინაში აღნიშნული ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები არ გამოჩენილა, მაშ სად გადაჰყავდათ ქსელებში გამოჩენილი "უანალოგო" რუსული ტექნიკა?

საქმე კი შემდეგში აღმოჩნდა, უკრაინისათვის მიწოდებული თანამედროვე ამერიკული და ევროპული მართვადი, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების "დამსახურებით" უკრაინაში შეყვანილმა მძიმე ტექნიკის სახით რუსეთმა კოლოსალური დანაკარგები განიცადა, შესაბამისად რუსულ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს არ ეყო პოტენციალი რუსული პერსპექტიული ტანკების მოდერნიზება განეხორციელებინა, რადგან "არმატამ" კრახი განიცადა არა თუ რეალურ საბრძოლო ვითარებაში, არამედ სამხედრო აღლუმის დროს, როცა სააღლუმო მწყობრში მიმავალი ჩაქრა და მძიმე გამწევებით იქნა გაყვანილი სააღლუმო მწყობრიდან.
მერე რა ტანკი ჩაქრა, ხომ არ აფეთქებულაო-იტყვის მკითხველი. ერთია აღლუმზე ტანკის ჩაქრობა და მეორეა ბრზოლის ველზე მისი ჩაქრობა, რადგან ის ხდება რკინის კოლოფი, რომელსაც ესვრიან ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებიდან და მართვადი რაკეტებით უტევენ.

მოსკოვის გარეუბანში "ალაბინოში" განთავსებული ტექნიკა "არმატას" და "ბუმერანგის" სახით გადაჰყავდათ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ტანკსარემონტო ქარხნებში, რადგან იმ მცირე რაოდენობის მძიმე ტექნიკასაც კი, რომელიც იქნა წარმოებული უზარმაზარი ხარვეზები აღმოაჩნდა სხვადასხვა მიმართულებით, უმთავრესად კი ძრავის სახით, რომელიც ვერ უძლებდა ტანკის თუ ჯავშანტრანსპორტიორის მომატებულ წონას და მწყობრიდან გამოდიოდა.

რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ 2 წელიც, რომ გაგრძელდეს პუტინის საყვარელი ტანკი "არმატა" და ჯავშანტრანსპორტიორი "ბუმერანგი" ვერ მოხვდებიან რეალურ საბრზოლო ომის თეატრში, რადგან მეტისმეტად "მსუყე ლუკმა" იქნება მართვადი, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების რაკეტებისთვის, რაც საბოლოდ გაუტეხს სახელს აღნიშნულ ტექნიკას.

სურათებზე ასახული ტექნიკა სწორედ მაშინაა გადაღებული როცა ომში კი არა ტანკსარემონტო ქარხნებში გადაჰყავდათ. "აღნიშნული ტექნიკა მოითხოვს რეგულარულ მომსახურებას და რემონტს წვრთვნების დროს და შესაბამისად მათ არაფერი ესაქმებათ უკრაინაში"-აღნიშნავენ რუსი და უცხოელი სამხედრო ექსპერტები.

imageimageimageimageimage




0
306
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
306