x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინულმა დრონმა 1000 კილომეტრი დაუბრკოლებლად იფრინა და "შაჰიდების" მწარმოებელ ქარხანას დაარტყა რუსეთში

image
მე ადრეც ვწერდი, რომ უკრაინული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის "ამოქოქვა" დაიწყეს უკრაინელებმა, თან წარმატებით. შეიქმნა სხვადასხვა დანიშნულების და სიმძლავრის კომპლექსები, მართვადი თუ თვითმართვადი დრონების მთელი "თაიგული". შესაბამისად დაიწყო უკრაინელების მიერ აღნიშნული შეიარაღების მასიური წარმოება, თუ ომის პირველ წელს და მეორე წლის ნახევარშიც უკრაინელები მთლიანად იყვნენ დამოკიდებული სამხედრო დახმარებაზე, რომელსაც ასე ვთქვათ "ულუფებად" აწვდიდნენ უკრაინას, ახლა უკრაინას ხელთ აქვს "გრძელი კეტი", რომლის დახმარებითაც უკვე თავისუფლად შეუძლია იერიში მიტანოს რუსეთის სიღრმეში მდებარე სტატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე.


სწორედ ერთერთ ასეთ ობიექტს დაარტყა გუშინ უკრაინულმა, რონმა, რომელმაც როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფრენილმა 1000 კილომეტრი იფრინა რუსეთის საჰაერო სივრცეში და ზუსტად დაარტყა ირანის მიერ რუსეთისათვის მიწოდებული დრონ-"შაჰიდების" მწარმოებელ საწარმოს.


რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ, როგორც ქართული ანდაზა ამბობს: "ჩაილურის წყალი დალია", რასაც აუცილებლად მოჰყვება გენერლების პანტაპუნტით გაყრა რუსეთის კოსმოსური ძალებიდამ რომლის შემადგენლობაშიცაა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.

უკრაინულმა დამრტყმელმა დრონმა "UJ-22 Airborne"—"Ukrjet"-ი აწარმოებს, თან წაიღო 20 კილოგრამამდე მძლავრი ასაფეთქებელი საშუალება, იფრინა 100 კილომეტრი და ზუსტად დაარტყა თათრეთის ქალაქ ელაბუგში მდებარე დრონ-"შაჰიდების" მწარმოებელ ქარხანას. რასაც მძლავრი აფეთქება და ქარხნის რკინაბეტონის კონსტრუქციის სახურავის ჩავარდნა მოჰყვა, არის მსხვერპლიც.
"UJ-22 Airborne"-ს ფრთების განშლა-4, 6 მეტრია, აქამდე მისი მოქმედების რადიუსი 800 კილომეტრი იყო, მაგრამ დრონში მოდერნიზებული ძრავების ჩაყენებამ უკრაინელებს საშუალება მისცა დრონმა იფრინოს უკვე 1200 კილომეტრი (აღნიშნული მაჩვენებელი დატვირთულ მდგომარეობაში დადო დრონმა საველე პირობებში ფრენის დროს), რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რუსეთი შავი ზღვის ფლოტს გადმოისვრის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აფხაზეთში, კერძოდ კი ოჩამჩირეში, უკრაინულ დამრტყმელ დრონებს თავისუფლად შეუძლიათ ეშელონირებული იერიში მიიტანონ რუსულ სამხედრო-საზღვაო ფლოტზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი-კირილ ბუდანოვი აცხადებდა, რომ მათ ხელშია "უკრაინული შურისძიების მახვილი", რომლითაც თავისუფლად შეუძლიათ დაარტყან რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს.

გენერალ-ლეიტენანტი კირილ ბუდანოვი.

image


38 წლის გენერალ-ლეიტენანტი კირილ ბუდანოვი, რომელიც ცნობილი სპეცრაზმის "შენაერთი 2245"-ის წევრი და მეთაური გახლდათ, ეს დანაყოფი მომზადდა უშუალოდ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ბაზაზე, სპეციალურად დივერსიული საქმიანობისათვის.

ბუდანოვი უკრაინაში სეპარატისტული რეგიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში პირველივე დღიდან ჩაერთო და ვიცე-პოლკოვნიკი გახდა გენერალ-ლეიტენანტი.
ყირიმში პირადად საკუთარ ჯგუფთან ერთად აქვს ჩატარებული უნიკალური ოპერაცია, რა დროსაც მისი ჯგუფი, რუსეთის საზღვაო ფლოტის საზღვაო ქვეითების სპეცრაზმის ჩასაფრებაში მოჰყვა, უკრაინულმა ჯგუფმა შესძლო ჩასაფრებული მოწინააღმდეგის განადგურება, შეასრულა დასახული ამოცანა და დაჭრილ მეთაურთან ერთად უდანაკარგოდ გადავიდა უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სწორედ მაშინ მიენიჭა რიგგარეშედ პოლკოვნიკის წოდება ბუდანოვს, ის უკაინის გმირობასთან ერთად, პრაქტიკულად დაჯილდოებულია უკრაინის ყველა სამხედრო ორდენით და მედლით.
აღნიშნულ დრონს, როგორც კვე ვთქვი თავად უკრაინა აწარმოებს და მისი წარმოებაც ძვირი არ უჯდება, დიდი ფინანსური დანაკარგი, რომ განიცადოს დრონის ჩამოგდების შემთხვევაში.
აღნიშნული დრონის პირველი ეგზემპლარი უკრაინის არმიაში ჯერ კიდევ 2020 წელს გამოჩნდა, მაგრამ მაშინ მისი ტექნიკური მაჩვენებლები საკმაოდ მოკრძალებული გახლდათ.

უკრაინული დრონის მიერ "შაჰიდების" მწარმოებელ ქარხანასთან დაჯახების მომენტი.

image

0
67
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
67