x
პროტოტიპი- ტერმინის განმარტება და გამოყენება
imageპროტოტიპი არის, პირველსახე, დედანი, პირველადი ნიმუში, ფორმა, ან მაგალითი, რომელიც წარმოადგენს სტანდარტს ამავე კატეგორიის სხვა წარმომადგენლებისთვის. იგი წარმოიქმნა ბერძნული სიტყვებიდან:prototypon(πρωτότυπον)- „პირველადი ფორმა“; prototypos(πρωτότυπος)-ორიგინალი, პრიმიტიული; protos(πρῶτος)-პირველი; typos (τύπος)-შთაბეჭდილება.

ტერმინი გამოიყენება სხვადასხვა მეცნიერებაში:

1) პროტოტიპის ცნება ფართოდ გამოიყენება კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, კერძოდ, კი ინფორმაციის ამოცნობის, გადამუშავებისა და შენახვის მოდელებში. პროტოტიპი წარმოადგენს ამა თუ იმ ობიექტის (ან მოვლენის) არსებითი ნიშნების კრებულს, რომელიც საუკეთესოდ და სრულად ასახავს ამ ობიექტებს (ან მოვლენებს)
ან მათ კლასებს.ინფორმაციის იდენტიფიკაცია ანუ „კოგნიტური ძიება“ შემოსული ინფორმაციის პროტოტიპთან შედარების გზით მიმდინარეობს.
კატეგორიების პროტოტიპები იქმნება მთელი თქვენი გამოცდილებიდან. ამიტომ ისინი ყოველ წუთს შეიძლება იცვლებოდეს და მდიდრდებოდეს ახალი კატეგორიით. მაგალითად, ყველა ჩიტი, რომელიც კი ამ მომენტისთვის გინახავთ, აყალიბებს პროტოტიპული ჩიტის თქვენეულ ცნებას. უფრო მეტიც, თუ თქვენ გახვედით ქუჩაში და დაინახეთ ერთი, ან ორი განსხვავებული ჯიშის ჩიტი, თქვენი პროტოტიპი შეიძლება ოდნავ შეიცვალოს კიდეც.

image


პროტოტიპი საგანთა კლასის ისეთი წარმომადგენელია, რომელსაც ამ კატეგორიის ყველა ნიშანი გააჩნია. რაც უფრო მეტი ნიშანი ახასიათებს მას, ამ კატეგორიის უფრო ტიპურ წევრს წარმოადგენს და პირიქით, რაც უფრო ნაკლები ნიშანი აქვს, მით უფრო პერიფერიულია იგი. ის, რომ შეგიძლიათ ისეთ კატეგორიას, როგორიც, ვთქვათ,
ძაღლია, პროტოტიპი მოუნახოთ, გაძლევთ შესაძლებლობას იცნოთ კატეგორიის მეტ-ნაკლებად ტიპური წარმომადგენლები. კატეგორიის წევრთა ტიპურობა კი ( თუ როგორ შეესაბამება რაღაც თქვენს პროტოტიპს), ყოველდღიური ცხოვრებიდან მომდინარეობს.

ცნებათა ტიპური და არატიპური
წარმომავლობა კარგად ჩანს როშის(1973) მრავალრიცხოვან ექსპერიმენტში.მაგ: ექსპერიმენტთა პირველ სერიაში ცდის პირებს ევალებოდათ შეეფასებინათ და 1-7 საფეხურებიან სკალაზე შეეფასებინათ სხვადასხვა კატეგორიის წარმომადგენლები ტიპურობის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ამერიკელებისთვის უფრო ტიპური ფრინველია გულწითელა, ვიდრე არწივი; მკვლელობა უფრო ტიპური დანაშაულია, ვიდრე ღალატი.

მეორე სერიაში კვლევის მონაწილეებს აჩვენებდნენ ობიექტების ნიმუშებს, რომლებიც მათ უნდა შეეფასებინათ და შესაბამისი ცნებისთვის მიეკუთვნებინათ. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ტიპურია ობიექტი, მისი ამოცნობა და ცნებისთვის მიკუთვნება უფრო სწრაფად ხდება. ე.ი. ხალხი უფრო სწრაფად რეაგირებს კატეგორიის ტიპურ წარმომადგენლებზე, ვიდრე უჩვეულოზე. სავარაუდოდ, თქვენი

რეაქციის დრო კითხვაზე, არის თუ არა ბეღურა ფრინველი, უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ის, რომ პინგვინი ფრინველია.


2) მხატვრულ ლიტერატურაში პროტოტიპი განიმარტება, როგორც ნამდვილი პიროვნება, რომლის მიხედვითაც ავტორმა შექმნა ლიტერატურული სახე, პერსონაჟი;


3) დიზაინსა და მოდელირებაში პროტოტიპი ხშირად გამოიყენება,
როგორც პროდუქტის მოდელირების ნაწილი. იგი შესაძლებლობას აძლევს დიზაინერებსა და ინჟინრებს, რომ გამოიკვლიონ დიზაინის ალტერნატიული ვერსიები, შეამოწმონ თეორიები და დაადასტურონ ახალი პროდუქტის წარმოება. პროტოტიპები- ესაა დიზაინის წარმოებული ტესტ-ვერსიები, რომლებიც ამოწმებენ დიზაინის ხარვეზებს და ამზადებენ პრობლემის შესაძლო გადაწყვეტის ვერსიებს. ეს ვერსიები მომხმარებლებს აძლევს წარმოდგენას, თუ როგორი იქნება პროდუქტის საბოლოო ვერსია.

image

პროტოტიპები გამოიყენება მექანიკურ და ელექტრო ინჟინერიაში-- მაგ:არასამხედრო მანქანების (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის...) ვერსიები. ელექტრონიკაში ;კომპიუტერულ მეცნიერებებში ; მასშტაბის მოდელირებისას (მასში შედის რკინიგზის,
სამხედრო ტექნიკის, თვითმფრინავების... მოდელირება).

image4)მეტროლოგიაში პროტოტიპი არის ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი, რომელიც გამოიყენება, როგორც სტანდარტული საზომი გარკვეული ფიზიკური სიდიდეებისათვის. ამის მაგალითია SI-სისტემა. მაგალითად მასის გასაზომ პროტოტიპად შეიძლება ჩაითვალოს კილოგრამი, სიგრძის საზომ პროტოტიპად- მეტრი და ა.შ.


5)პათოლოგიაში პროტოტიპი არის დაავადება, ვირუსი, რომელიც მთლიანი კატეგორიის კარგ მაგალითს წარმოადგენს.

0
965
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
965
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0