x
იუმორის როლი ჯამრთელობასა და კარგად ყოფნის განცდაში

image

იუმორი უნივერსალური, სასიამოვნო აქტივობაა, რომელიც ძირითადად თავს იჩენს ინტერაქციულ ურთიერთობებში და მოიცავს ადამიანის გაცინებას, გახალისებას, გართობას. იუმორი გვხვდება ყველა კულტურაში, სიცილი დამახასიათებელია ყველა ადამიანისთვის, და არამარტო-ეს ექსპრესია სხვა ძუძუმწოვრებშიც გვხდება (შიმპანზეებში);

იუმორს დიდი ადგილი უკავია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ადამიანები დღის განმავლობაში ხშირად იცინიან, ყვებიან ხუმრობებს, უყურებენ კომედიურ შოუებს, ფილმებს თუ სერიალებს. მეგობართა შეკრებები ხშირად სავსეა მხიარულებით, გართობითა და სიცილით. ღიმილით ვხვდებით ნაცნობებს, ახალ გაცნობილ ადამიანებს, იუმორით ვამყარებთ და ვაძლიერებთ ურთიერთობებს...

ვინაიდან იუმორს ადამიანის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, ფსიქოლოგებმა გასული საუკუნის მიწურულს დაიწყეს ამ ფენომენის შესწავლა. პოზიტიურ ფსიქოლოგიაში იუმორი განიხილება, როგორც ერთ-ერთი VIA-ს 24 ხასიათის სიმტკიციდან. იგი შედის ტრანსცედენტურ ღირსებაში და მოიცავს სიცილისა და ხუმრობის სიყვარულს, სხვებისთვის ღიმილის მოგვრის, ნათელი მხარის დანახვის შესაძლებლობას, ხუმრობების მოფიქრებას (არ არის აუცილებელი მათი მოყოლა).

ფსიქოლოგები შეისწავლიან იუმორის, როგორც ხასიათის სიმტკიცის როლს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის განვითარებაში. ძირითადად განიხილავენ მის როლს სუბიექტური კარგად ყოფნის განვცდასთან დაკავშირებით. დღემდე არსებული კვლევის ანგარიშები აჩვენებს, რომ იუმორი ამცირებს სტრესს და ზრდის პოზიტიურ ემოციებს. იგი ხელს უწყობს ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ფიზიკურ და მენტალურ ჯამრთელობას, დადებითად მოქმედებს სამუშაო გარემოზე...


პოზიტიურ ფსიქოლოგიაში კარგი ცხოვრების არსებითი და აუცილებელი კომპონენტია, ადამიანს თავად მოსწონდეს საკუთარი ცხოვრება. სუბიექტური კარგად ყოფნის განცდა მოიცავს ცხოვრების კოგნიტურ და აფექტურ შეფასებას. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იუმორი, როგორც სიამოვნების მომგვრელი რამ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ცხოვრებით კმაყოფილების განცდაში.

სელიგმანმა, პეტერსონმა და პარკმა (2004) იკვლიეს ხასიათის სიმტკიცეებსა და ცხოვრებით კმაყოფილებას შორის კავშირი. აღმოჩნდა, რომ იუმორი არის რიგით მე-8 ხასიათის სიმტკიცე, რომელიც დადებითად კორელირებს კარგად ყოფნის განცდასთან (0.26).

იუმორის მეცნიერული შესწავლა, მისით ფსიქოლოგების დაინტერესება შედარებით გვიან დაიწყო ( გასული საუკუნის 80-90-იან წლებში). როდ მარტინის, „The Psychology of Humor“-ის ავტორის თქმით, იგი არ განიხილება სერიოზულ თემად, რადგან „მეცნიერებს ყოველთვის სურთ დარწმუნდნენ, რომ მათი შრომა ღირებულია, მისაღებია და იუმორის კვლევა მიიჩნევა ნაკლებად პატივსაცემად. ადამიანები თვლიან, რომ მრავალი სხვა ნამდვილად პრობლემატური საკითხია შესასწავლი, რომელთა გადაჭრასაც უნდა ვცდილობდეთ“(ციტირებულია: McGraw, 2011, აბზ.3). თუმცა იუმორი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკვლევ თემად შეიძლება იქცეს.

იუმრის კვლევის ლაბორატორიის (HuRL) დამფუძნებელი, პიტერ მაქგროუ, იუმორის კვლევის მნიშვნელოვნების სამ მიზეზს აყალიბებს:

1) იუმორი გვხდება ყველგან- სიცილი არის ერთ-ერთი პირველი, რასაც ახალშობილი ბავშვი გამოხატავს.

ადამიანები, ჩვეულებისამებრ, იღწვიან სიამოვნებისკენ და ტკივილის არიდებისკენ, აქედან გამომდინარე, იუმორის მიყოლა გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე: ვებსაიტებზე, წიგნებზსა და ჟურნალებზე, რომლებსაც ვკითხულობთ, სატელევიზიო შოუებსა და ფილმებზე, რომლებსაც ვუყურებთ, და ადამიანებზე, რომელთანაც კონტაქტს გადვწყვეტთ. რადგან იუმორი ღირებულია მომხმარებლისთვის, სხვადასხვა კომპანიები ცდილობენ მუდმივად შექმნან მხიარული რეკლამები და პროდუქტი, რათა მიიქციონ ჩვენი ყურადღება და გაგვართონ.(McGraw, 2011, აბზ. 6) .

2) არსებითად იუმორი კარგია. იგი დადებითი მოვლენაა, რომელიც ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ კარგად ყოფნას განსაზღვრავს.

იუმორს დიდი სოციალური სარგებელიც მოაქვს. ხუმარა, მხიარული ადამიანები საზოგადოების ყურადღებას, აღიარებას, აღტაცებას იმსახურებან. ხუმრობის მოფიქრება და შეფასება ახდენს გავლენას მეგობრობაზე, რომანტიულ ურთიერთობებზე.

იუმორი ასევე აადვილებს უხერხულ სიტუაციებს- არაკონფორტული სიტუაციები მარტივდება, როდესაც მასზე ხუმრობას ვიწყებთ.

3) იუმორის შესწავლა გვეხმარება გავიგოთ, რატომ ვერ აღიქვამს ყველა ადამაინი ხუმრობას. ან რატომ განიცდის მთელ რიგ შემთხვევებში კრახს. წარუმატებელი იუმორი შეიძლება იყოს სავსებით დესტრუქციული, მეგობრობის რღვევის, ეგოს დაზიანების, ან დიდი მარკეტინგული ზარალის გამომწვევი. თუ გაირკვევა ის თუ რა აცინებს, ამხიარულებს ადამიანს, გამოჩნდება სიტუაციები, რომლებიც წარუმატებელს ხდის გართობას, ხუმრობას...

როგორც ვხედავთ, პიტერ მაქგროუ ცხოვრებით კმაყოფილების განცდაში იუმორს დიდ როლს ანიჭებს. სხვა მკვლევრები შეისწავლიან იუმორის გავლენას კარგად ყოფნის განცდაზე, და განიხილავენ იუმორს, როგორც სტრესის გამკლავების, პოზიტიური ემოციების წარმოშობის, სოციალური ურთიერთობების გაღრმავების უნარს (Martin, 2007).

ჩრდილო კაროლინის შარლოტეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, დოქტორი არნი კანი( University of North Carolina Charlotte -Dr. Arnie Cann) 25 წელზე მეტია, რაც იკვლევს იუმორს. ამ დროის განმავლობაში მან გამოსცა არაერთი კვლევა, რომელიც გამოკვეთს იუმორის მნიშვნელობას სტრესის შემცირებაში, სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაში, ინტერპერსონალურ ურთიერთობებში... „ნათელია, რომ სტრესთან ეფექტური გამკლავება, მხარდამჭერი სოციალური ქსელის განვითარება, რომლებსაც ენდობი, არის ბაზისური ელემენტები კარგად ყოფნის ხელშესაწყობად ცხოვრების ყველა ასპექტში.“ ამბობს იგი ერთ-ერთ ინტერვიუში (Cann & Kuiper, 2014, გვ.414) .

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0