x
ემოციური კონტექსტის გავლენა მეხსიერებაზე
imageემოცია, ეს არის ცვლილებათა რთული პატერნი, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ აგზნებას, გრძნობებს, კოგნიტურ პროცესებსა და ქცევას; ეს არის პასუხი სიტუაციაზე, რომელიც პიროვნულად მნიშვნელოვნად არის აღქმული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი
ემოციების შესწავლისას არის ის, თუ რა გავლენას ახდენს იგი მეხსიერებაზე.

image

ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: რა სახის ინფორმაციის კოდირება და აღდგენა უფრო ადვილია- ემოციურის თუ ნეიტრალურის? ებინგჰაუსი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ამ საკითხის შესწავლა. მის ექსპერიმენტში ცდის პირებს ევალებოდათ დაემახსოვრებინათ ნეიტრალური, უარყოფითი ან დადებითი შინაარსის სიტყვები. აღმოჩნდა, რომ ემოციურად დატვირთული სიტყვები უფრო ამახსოვრდებოდათ, ვიდრე ნეიტრალური შინაარსის მქონე. განსაკუთრებით აღადგენდნენ დადებითს. თუმცა შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეხსიერებისა და ემოციების ურთიერთქმედებაში მრავალი ფაქტორი ერთვება და აუცილებელია

მათი გათვალისწინება.


image

ის, თუ უარყოფითი სიტყვები უფრო ამახსოვრდებათ თუ ნეიტრალური, არაერთი კვლევის საგანი გახდა. მრავალი მკვლევარი, მათ შორის ფროიდი, იუნგი და ა.შ., მიიჩნევდა, რომ დადებითი უკეთ ამახსოვრდებოდათ ვიდრე უარყოფითი. ფროიდი გამოყოფს უსიამოვნების მოტივს. მისი თქმით უარყოფითი შთაბეჭდილების
დახსომება უფრო რთულია, ვიდრე დადებითის, რადგან ადამინებს აქვთ მიდრეკილება ცნობიერებიდან განდევნონ უსიამოვნო შთაბეჭდილებები.

ბლონსკის (1961) კვლევაში კვლევის მონაწილეებს მოეთხოვებოდათ გაეხსენებინათ და ჩამოეწერათ თავისი ცხოვრებიდან რაც შეიძლება მეტი ეპიზოდი, განურჩევლად ემოციური შეფერილობისა. შედეგების მიხედვით, ადამიანებს უკეთ ახსოვთ უარყოფითი შინაარსის მქონე ეპიზოდები, ვიდრე დადებითი. ბლონსკის თქმით ეს იმიტომ ხდება, რომ უარყოფითი შინაარსი ატარებს გამაფრთხილებელი სიგნალის მნიშვნელობას.

მსგავსი მეთოდის გამოყენებით ვალდფოგელმა და ჰანტერმა სრულიადსაპირისპირო შედეგი მიიღეს.

ლევინჯერმა და კლარკმა (1961) აღმოაჩინეს, რომ ემოციური სიტყვები კანის უფრო მაღალ გალვანურ რეაქციას იწვევდა, ვიდრე ნეიტრალური. სხვადას სერიებში გამოვლინდა, რომ განსაკუთრებით უჭირდათ უარყოფითი მნიშვნელობის მქონე სიტყვების აღდგენა.

ბედლი(1993) კვლევაში ცდის პირებს დასამახსოვრებლად აწვდიდა ემოციური შეფერილობის( როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი) და ნეიტრალურ სიტყვებს. ბედლის ცდებში აღმოჩნდა, რომ მეხსიერებისთვის მნიშვნელობა აქვს არა ემოციის ტონალობას (დადებითი, უარყოფითი), არამედ ზოგადად ემოციურობას. კერძოდ, ემოციური ინფორმაციის კოდირება და აღდგენა უკეთ ხდება
და ხშირად ამახსოვრდებათ.

image

ემოციური კონტექსტის გავლენა ნაკვლევია იმპლიციტურ მეხსიერებაშიც. რამდენიმე კვლევამ ცხადყო, რომ ნეგატიურმა სტიმულმა გამოიწვია მეტი პრაიმინგი, ვიდრე ნეიტრალურმა.

Höschel and Irle (2001)- მათ აჩვენეს ნეგატიური სტიმულის უპირატესობა ნეიტრალურ და დადებითთან შედარებით როგორც ჯანმრთელ, ასევე შიზოფრენიის მქონე პაციენტებს შორის.
ემოციურ სიტყვებზე კვლევაში გიფარდმა (2009) აჩვენა, რომ ნეგატიურმა სტიმულმა გამოიწვია ზრდა ემოციურ პრაიმინგში ალცჰაიმერის მქონე პაციენტებში. Yang et al. (2012) კვლევაში
გამოყენებული იყო ემოციური სახეები პრაიმინგის ტესტში. აღმოჩნდა, რომ ნეგატიური სტიმული (შეშინებული სახე) იწვევდა უფრო დიდ პრაიმინგის ეფექტს.
ჰასეთიპის უნივერსიტეტში(Hacettepe University) 2015 ჩატარებული ექსპერიმენტი ასევე იკვლევდა ემოციური კონტექსტის გავლენას იმპლიციტურ მეხსიერებაზე. კერძოდ იკვლევდნენ ემოციური
კონტექსტის გავლენას გაცნობიერების ზღვარს ზემოთ და ქვემოთ პრაიმინგზე. 60 მოხალისე სტუდენტს ინდივიდუალურად უტარებდნენ ექსპერიმენტს კომპიუტერებთან. ნაწილს აჩვენებდნენ
ნეიტრალურ სიტყვას და სურათს, რომელიც აღძრავდა დადებით, უარყოფით ან ნეიტრალურ რეაქციას, 8 წამის განმავლობაში, და ეუბნებოდნენ შეეხედათ ჯერ სიტყვისთვის, შემდეგ სურათისთვი.
შემდეგ აწვდიდნენ 9-ბალიან სკალას, სადაც აფასებდნენ სიტყვის და სურათის ემოციურობას. მეორე პირობაში 8 წამის განმავლობაში გამოსახული იყო სურათი და შემდეგ 17 მილიწამის
განმავლობაში ჩნდებოდა სიტყვა. აქაც მოეთხოვებოდათ სკალაზე შეეფასებინათ სიტყვებისა და სურათების ემოციურობა. შემდეგ აძლევდნენ სიტყვის ფრაგმენტებს დასასრულებლად. შედეგად
აღმოჩნდა, რომ უფრო მეტად აღადგინეს ის სიტყვები, რომლებსაც თან ახლდა უარყოფითი კონტექსტის სურათები.

imageმიუხედავად განსხვავებული მონაცემებისა, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მეხსიერებაზე, კერძოდ ინფორმაციის კოდირებისა და აღდგენის სისწრაფეზე გავლენას ახდენს ზოგადად ემოციური შინაარსი ( არ აქვს მნიშვნეოდა დადებითია, თუ უარყოფითი) .


0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0