x
ბაზისური პროცესები ოპერანტულ განპირობებაში
imageკლასიკური განპირობება კარგად ხსნის რეფლექსურ რეაქციებს, რომლებიც მნიშვნელოვნადაა კონტროლირებული სტიმულისგან, რომელიც წინ უსწრებს რეაქციას. თუმცა, ადამიანები და სხვა ცხოველები ახორციელებენ ბევრ ისეთ ქცევას, რომელიც არ არ უკავშირდება წინმსწრებ სტიმულს.

მაგალითად განვიხილოთ რეაქცია: სწავლა. იგი არ არის რეფლექსი. სტიმული, რომელიც მართავს მას (გამოცდა და ნიშნები) არ უსწრებს წინ, არამედ სწავლის შედეგს წარმოადგენს.

1930-იან წლებში დასწავლის ასეთ სახეს სკინერმა ოპერანტული განპირობება უწოდა. გამოთქმა მისი რწმენიდან მომდინარეობდა, რომ ამ ტიპის პასუხისას ორგანიზმი მართავს გარემოს, იმის მაგიერ რომ მარტივად რეაგირებდეს სტიმულზე. სწავლა ხდება, იმიტომ რომ რეაქციებზე გავლენას ახდენს შედეგები, რომლებიც მოყვება მათ. ამგვარად, ოპერანტული განპირობება არის დასწავლის ფორმა, რომელშიც ნებაყოფლობითი რეაქციები კონტროლირდება მათი შედეგებისგან.

image


ოპერანტული განპირობების ფუნდამენტური პრინციპები მარტივია და იგი შთაგონებულია თორნდაიკის ეფექტის კანონით(1913). სკინერმა აჩვენა, რომ ორგანიზმს აქვს ტენდენცია გაიმეოროს ის რეაქციები, რომლებსაც მოყვება სასურველი
შედეგი. ეს ფუნდამენტური პრინციპები გამოხატულია სკინერის განმტკიცების კონცეფციაში. განმტკიცება ჩნდება, როდესაც მოვლენას, რომელიც მოყვება რეაქციას, ზრდის ორგანიზმის ტენდენციას, განახორციელოს ეს რექცია. სხვა სიტყვებით, პასუხი ძლიერდება, რადგან მას მივყავართ დამაჯილდოებელი ქცევისკენ. სკინერმა და მისმა მიმდევრებმა აჩვენეს, რომ ჩვენი ყოველდღიური ქცევა რეგულირებულია განმტკიცებით. მაგალითად, თქვენ სწავლობთ ბეჯითად, რადგან მისი შედეგია კარგი ქულები. თქვენ მიდიხართ სამსახურში, რადგან ამ ქცევას მოსდევს შემოსავალი და დაწინაურება. თქვენ უფრო მეტ და მეტ ხუმრობას იტყვით, თუ თქვენ ანეგდოტებზე მეგობრები იცინიან. განმტკიცების პრიციპები ნათლად მართავს ადამიანის ქცევის კომპლექსურ ასპექტებს.

image

განმტკიცების პრინციპი მარტივია, თუმცა ბევრი პროცესი ირთვება მასში, ამიტომაც დასწავლა ისეთივე კომპლექსური ხდება, როგორც კლასიკურ განპირობებაში. ფაქტობრივად, ორივე ტიპის განპირობებაში ჩართულია ზოგიერთი მსგავსი პროცესი.



შეძენა და ფორმირება

როგორც კლასიკურში, ასევე ოპერანტულ განპირობებაში შეძენა არის ახალი პასუხის ტენდენციის ფორმირება.თუმცა განსხვავდება პროცედურები. ოპერანტული
რეაქციები ტიპურად ფუძნდება პროცესისგან, რომელსაც ქვია ფორმირება: თანდათანობითი განმტკიცება სასურველ პასუხთან მისაახლოებლად.

image

ფორმირება საჭიროა, როცა ორგანიზმს თავისით არ შეუძლია გამოყოს სასურველი რეაქცია.მაგალითად, როდესაც ვირთხა პირველადაა მოთავსებული სკინერის
ყუთში, მან შეიძლება სულ არ ჩამოსწიოს ბერკეტი. ამ შემთხვევაში, ექსპერიმენტატორი იწყებს ფორმირებას, მცირე ზომის საკვების გრანულებს უშვებს როცა ვირთხა მიიწევს ბერკეტისკენ.როცა პასუხი უფრო ხშირი ხდება, ექსპერიმენტატორი მხოლოდ მაშინ უშვებს საკვებს, როცა ვირთხა ეხება ბერკეტს.ბოლოს მხოლოდ მაშინ აძლევს, როცა ჩამოსწევს ბერკეტს.ეს განმამტკიცებლები თანდათანობით გაზრდის ბერკეტის დაჭერის სიხშირეს და განამტკიცებს ქცევას.

ფორმირება არის ის მნიშვნელოვანი პროცედურა, რის მიხედვითაც წვრთნიან ცხოველებს საცირკო წარმოდგენებისთვის. რათა ეჩვენებინა ფორმირების ტექნიკების
ძალა, სკინერმა ერთხელ გარწვთნა მტრედები ისე, რომ ისინი თამაშობდნენ პინგ-პონგს.

კელერ და მერინ ბრელანდები, ფსიქოლოგთა წყვილი, სკინერის გავლენის ქვეშ მოექცნენ და დაიწყეს ცხოველების წვრთნის ბისნესი, რეკლამირების და გართობის მიზნით. მათი ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი მიღწევა იყო ღორი პრისილას გაწვრთნა. იგი რთავდა რადიოს, ჭამდა სამზარეულოს მაგიდასთან, დებდა ჭუჭყიან საცმელს კალათაში, მართავდა მტვერსასრუტს და შემდეგ მიდიოდა საყიდლებზე კალათით.imageშეიძლება ადამიანის ქცევის ფორმირებაც. მაგალითად, პროგრამული სწავლება არის აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო ძალისხმევის ფორმირებისთვის. ეს არის თვითინსტუქცია, რომელიც შედგენილია ისეთი თანმიმდევრობით, რომ მოსწავლეს უადვილებს პასუხების გაგებას. განმტკიცება არის სწორი პასუხები. აპლიკაციის საშუალებით მოსწავლე თანდათანობით იძენს რთულ რეაქციებს.



ჩაქრობა

ოპერანტულ განპირობებაში, ჩაქრობა გამოხატავს თანდათანობით შესუსტებას და პასუხების ტენდენციის გაქრობას, როდესაც პასუხებს აღარ მოჰყვება განმტკიცება. ჩაქრობას იწყება როდესაც წინა განმამტკიცებელი ჩერდება. ლაბორატორიულ კვლევებში ვირთხებთან, ეს ჩვეულებრივ ნიშნავს იმას, რომ ექსპერიმენტატორი წყვეტს საჭმლის მიწოდებას, როდესაც ვირთხა წევს ბერკეტს.როცა ჩაქრობის პროცესი იწყება, ხშირად ბერკეტის ჩამოწევის რეაქცია ხშირდება, ხოლო შემდეგ სწრაფადვე მოყვება შემცირება სანამ სიხშირე არ მიაღწევს 0-ს.

imageეს ეფექტი შეიმჩნევა ადამიანის ქცევაშიც. მაგალითად, ბავშვი რუტინულად ტირის ძილის წინ და ეს რეაქცია არის განმტკიცებული მშობლების ყურედღებით. თუ მშობლები გადაწყვეტენ შეწყვიტონ ტირილზე ყურადღების მიქცევა, ისინი
ცდიან ამ არასასურველი ქცევის ჩაქრობას. ტიპურად, ბავშვი გაზრდის ტირილის ქცევას რამდენიმე დღე, და შემდეგ შეწყვეტს მალევე.

მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რამდენად რეზისტენტულია ორგანიზმი ჩაქრობისადმი. რეზისტენტულობა ჩაქრობისადმი ჩნდება მაშინ, როცა ორგანიზმი აგრძელებს პასუხების გაცემას მას შემდეგ, რაც წყდება განმამტკიცებლის მიწოდება. მაღალი რეზისტენტობა იწვევს დიდი ხნით რეაქციის გაგრძელებას. ამგვარად, თუ მკვლევარი შეწყვეტს განმამტკიცებლის მიცემას ბერკეტის ჩამოკვრაზე, და პასუხები შემცირდება ძალიან ნელა, რეაქცია აჩვენებს მაღალ გამძლეობას. თუმცა, თუ სწრაფად დაეცემა, აჩვენებს დაბალ გამძლეობას.



სტიმულის კონტროლი: გენერალიზაცია და დისკრიმინაცია


მიუხედავად იმისა, რომ ოპერანტული რეაქცია კონტროლირებულია მისი შედეგით, სტიმული, რომელიც წინ უძღვის რეაქციას, შეიძლება გავლენიანი აღმოჩდეს ქცევაზე. როდესაც რეაქციას მუდმივად მოყვება განმამტკიცებელი სტიმულთან ერთად, ეს სტიმული ხდება როგორც „სიგნალი“ -მიანიშნებს რომ რეაქცია მიგვიყვანს განმტკიცებამდე. ერთხელ სწავლობს ორგანიზმი სიგნალს, და მიდრეკილია
უპასუხოს შესაბამისად. მაგალითად, მტრედის ჩანისკარტება დისკზე შეიძლება განმტკიცდეს მხოლოდ მაშინ, როცა პატარა სინათლე დისკის უკან ანთია. როცა სინათლე არ ანთია ჩანისკარტება არ იწვევს ჯილდოს. მტრედები სწრაფად სწავლობენ რომ დისკს უნდა ჩაუკაკუნონ, როცა სინათლე ანთია. სინათლე, რომელიც იძლევა განმამტკიცების სიგნალს არის დისკრიმინაციული სტიმული.

დისკრიმინაციული სტიმული არიან მინიშნებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქცევაზე რეაქციის შესაძლებელი პირობების მითითებით.

imageგენერალიზაცია არის რეაქცია ახალ სტიმულზე, თითქოს ის იყოს ორიგინალი. განვიხილოთ კატის ქცევა, რომელიც მირბის სამზარეულოში ყოველთვის, როდესაც იგებს კონსერვის გახსნის ხმას, რადგან ეს ხმა გახდა დისკრიმინაციული სტიმული, რაც მიანიშნებს რომ საკვების მიღების კარგი შანსია. თუ კატა სამზარეულოს მოწყობილობების ხმაზეც მსგავსად რეაგირებს(მაგ: ბლენდერის), მაშინ ეს იქნება გენერალიზაციის ნიმუში.

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0