x
მეტი
  • 08.07.2020
  • სტატია:101311
  • ვიდეო:346629
  • სურათი:465234
უჩვეულო ახალი ამბები: ფილიპინებზე უცნაური თევზი დაიჭირეს, პერუში უცხოპლანეტელის ქანდაკება დადგეს

ფილიპინელები შეშფოთებულები არიან


imageimage

ფილიპინებზე, ქ. კაგაია-დე-ოროს ნაპირებთან, მეთევზეებმა ზღვის უცნაური არსება დაიჭირეს, რომლის სიგრძე 20 მ-მდე იყო. ადგილობრივების აზრით, ღრმა წყლების თევზის სანაპიროსთან გამოჩენა, მოსალოდნელი მიწისძვრის ნიშანი არის.

აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში, ორი ასეთი თევზი უკვე დაიჭირეს, რასაც მიწისძვრა მოჰყვა.
და აი, მესამე თევზის დაჭერის შემდეგ, ფილიპინელები მიწისძვრის მოლოდინში არიან. რადგან თვლიან, რომ ზღვის ეს გიგანტები ტექტონიკური ფილების გადაადგილებას გრძნობენ და ამიტომ მოცურავენ სანაპიროებისკე.



პერუში უცხოპლანეტელ–რეპტილოიდის ქანდაკება დადგეს


image

image

რამდენიმე დღის წინ, პერუს ერთ-ერთ ქალაქში, ჩიკლაიოს პროვინციაში, უცხოპლანეტელ–რეპტილოიდის ქანდაკება დადგეს.

ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ მათი ცივილიზაცია ადამიან-იგუანმა დააარსა. იქ, ეს არსება, ყველაზე მთავარი მითიური პერსონაჟი არის. გადმოცემის თანახმად, ის შუამავალი იყო ცოცხლებისა და მკვდრების სამყაროებს შორის, რომელიც მიცვალებულებს მიწისქვეშეთში გზავნიდა. ხალხს კი მისი ეშინოდა და თაყვანს სცემდა.
სამხრეთ ამერიკაში უამრავი ლეგენდა და გამოსახულება არის, რომელთა უმრავლესობა ეხმიანება თანამედროვე თეორიებს უცხოპლანეტელების, ჰიბრიდების და მათი ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ. და ვინ იცის, იქნებ მათ წინაპრებს, მართლაც ჰქონდათ ურთიერთობა არამიწიერ ცივილიზაციებთან.


image
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* უჩვეულო ახალი ამბები: ყველაზე დიდი ალიგატორი აშშ-ში ცხოვრობს (+ვიდეო), ბრაზილიაში ციხის კამერამ მოჩვენება დააფიქსირა


* უჩვეულო ახალი ამბები: ინგლისის დედოფალმა მეღვინეობა დაიწყო, მოჩვენება სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, პატარა უცხოპლანეტელი – ფოტოკამერამ
* უჩვეულო ახალი ამბები: უცხოპლანეტელები ბრიტანეთში, მამალი ციხეში და გოგონა-გველი ინდოეთში



0
1026
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0