x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
უჩვეულო ახალი ამბები: უცხოპლანეტელები ბრიტანეთში, მამალი ციხეში და გოგონა-გველი ინდოეთში

ინგლისელმა ფოტოგრაფმა უცხოპლანეტელებს სურათი გადაუღო


image

image

ჯონ მუნერი, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ქ. ნიუტონ-ებოტში ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ მან, ამა წლის 29 იანვარს, დაახლოებით, დილის 4 საათზე, ამო-ს გადაღება შეძლო, რომლიდანაც უცხოპლანეტელები იყურებოდნენ.
როგორც თავად ჯონი ამბობს, ის მშვიდი ღამის წყვდიადში გარეთ გავიდა, რომ რაღაც უჩვეულო გადაეღო. მან კამერა მოიმარჯვა და ცისკე დაიწყო ყურება: «ნახევარი საათის მანძილზე, არაფერი გამოჩენილა... ხოლო შემდეგ, სინათლეები შევნიშნე, რომლებიც ცაში მოძრაობდნენ. სინათლეები ციმციმებდნენ, ინთებოდნენ და ქრებოდნენ და მე რამდენიმე ფოტოსურათი გადავიღე. შემდეგ, ციმციმი შეწყდა და ნათება სტაბილური გახდა. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის იყო, რომ მე მკვეთრად დავინახე სამი უცხოპლანეტელი. პირველი ცენტრში იჯდა და შეიძლება, ის მართავდა იმ ხომალდს» – თქვა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ფოტოგრაფმა.
ჯონმა დაინახა, რომ უცხოპლანეტელებმა თავები ქვემოთ დახარეს, რომ ქალაქზე დაკვირვება ეწარმოებინათ და რაღაც მომენტში, მან შეამჩნია, რომ ერთ-ერთმა მადგანმა მისკენაც გაიხედა.
«მე მომეჩვენა, რომ ისენი მიხვდნენ, რომ ფოტოებს ვუღებდი, – თქვა მუნერმა. – მათ სასწრაფოდ გამორთეს შუქები და გაუჩინარდნენ».
ჯონ მუნერი მუშაობს ამოს (MUFON) კვლევის მსოფლიო ქსელის სამეცნიერო სააგენტოში, რომლის ხელმძღვანელი ცნობილი უფოლოგი კენ პრაიფერი არის.

image

მამალი ციხეში ჩასვეს

image


image

image

Daily Mail-ს ცნობით, ჰონდურასში, ქ. ტრუხილოში, საინტერესო შემთხვევა მოხდა – ციხეში მამალი ჩასვეს, რომელიც ორ მეზობელს შორის ჩხუბის მიზეზი იყო.
მამალი მეზობელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთზე გადადიოდა, ხეზე ადიოდა და ხმამაღლა იწყებდა ყივილს, რაც ძალიან აღიზიანებდა ამ ნაკვეთის პატრონს. ხოლო მამლის პატრონი აღშფოთებული იყო მეზობლის ასეთი მძაფრი რეაქციით. მამაკაცებმა ერთმანეთის ლანძღვა დაიწყეს და როდესაც საქმე მუქარამდე მივიდა – სხვა მეზობლებმა, პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულმა პოლიციელმა «განხეთქილების ვაშლი» თან წაიყვანა. ის ციხეში მანამდე დარჩება, ვიდრე მეზობლები საერთო ენას არ გამონახავენ და არ შერიგდებიან.

image

ინდოეთში გოგონა-გველი აღმოაჩინეს, რომელიც კანს ყოველ თვენახევარში იცვლის

image

image

image

მემკვიდრეობითი დაავადების უმძიმესი შემთხვევა ჯერ ინდოეთში, ხოლო შემდეგ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არის აღმოჩენილი. ინდოელი გოგონა, სახელად შალინ იადავი გენეტიკური დაავადებით – ერითროდემიით იტანჯება, რომლის გამო, მისი კანის შეფერილობა ძალიან ჰგავს გველის ტყავს. მაგრამ, მისი მსგავსება გველთან, ამით არ სრულდება. საქმე იმაშია, რომ გოგონას კანი ყოველ თვენახევარში ერთხელ სძვრება და მას ახალი კანი ენაცვლება. ეს პროცესი ძალიან მტკივნეულად მიმდინარეობს: ჯერ კანი სკდება, ჩნდება იარები, სხეული ეწვის და ექავება.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარდა, გოგონას პრობლემები საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც აქვს. სკოლის ხელმძღვანელობამ, რომელშიც ის სწავლობდა, შალინი აიძულა, სწავლა მიეტოვებინა, იმ მოტივით, რომ ის სხვა მოსწავლეებს აშინებდა.
შალინის გარდა, მის ოჯახში ჯიდევ 8 ბავშვი იზრდება და უკიდურესი სიღარიბის გამო, ოჯახს არა აქვს საშუალება რომ უმკურნალოს და მდგომარეუბა შეუმსუბოქოს გოგონას.

imageთქცენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან

ვენეციაში ვეშაპი შეცურდა

ლომის “ადამიანური" საქციელი

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ძვირი...

პეკინში ახალშობილი გოგონა საკანალიზაციო მილიდან ამოიყვანეს

სილამაზის 10 დედოფლის ტრაგიკული ბედი

მალე მამონტები გამოჩნდებიან დედამიწაზე

განძი, რომელიც 1939 წელს მიტოვებულ ბინაში აღმოაჩინეს

0
945
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
945
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0