x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
უჩვეულო ახალი ამბები: ინგლისის დედოფალმა მეღვინეობა დაიწყო, მოჩვენება სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, პატარა უცხოპლანეტელი – ფოტოკამერამ

ინგლისის დედოფალმა მეღვინეობა დაიწყო


დედოფალმა ელიზაბედ II (Elizabeth II) დიდი წარმატებით გაყიდა, მის მიერ წარმოებული, ღვინის პირველი პარტია. ყურძენი, რომლის საფუძველზეც ღვინო დაამზადეს, უინძორების სასახლესთან ახლოს მდებარე ვენახებში არის მოყვანილი.


image


ღვინო ინტერნეტ-მაღაზიაში, ონლაინ რეჟიმში, სულ რამდენიმე წუთში გაიყიდა. და ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ Windsor Great Park ღვინის მომდევნო პარტია, შემოდგომაზე გამოჩნდება და შეკვეთის გაფორმება უკვე ახლა არის შესაძლებელი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ბოთლი «მონარქის» სასმელის ფასი, დაახლოებით, 35 ფუნტი იქნება.

image

ამერიკაში სათვალთვალო კამერამ სამოქალაქო ომის დროინდელი მოჩვენება დააფიქსირა


image


ქალაქ მანასასში (ვირჯინიას შტატი, აშშ) უჩვეულო ამბავი მოხდა. 25 წლის ტიმ უელტი მშობლების სახლში მივიდა, რომ კომპიუტერის ახალი პროგრამები დაეყენებინა. მოგვიანებით, დედამ შვილს უამბო, რომ სახლში დაყენებულმა კამერამ, უჩვეულო რამ დააფიქსირა, მაშინ როდესაც ბიჭი მათთან იყო.

ვიდეოკამერამ, რომელიც მისაღებ ოთახში იყო დაყენებული, დააფიქსირა სავარძელში მჯდარი ტიმი, ხოლო მასთან ახლოს, – ქალის მუქი ფიგურა. ამასთან ჩანს, რომ მოჩვენება ძაღლმაც დაინახა – შეშინებულმა ცხოველმა ყურები ჩამოყარა და გაშეშებული იყურებოდა უცხო «ადამიანის» მხარეს.
როგორც ტიმი ამბობს, იმ მომენტში, ის სრულიად მარტო იყო და მშობლების დაბრუნებას ელოდებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტიმის მშობლების სახლი, ერთ დროს არსებული გზაჯვარედინის ადგილზე მდებარეობს და სწორედ ამ ადგილზე, 1861 და 1862 წლებში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა.

ჩილეში პატარა უცხოპლანეტელს სურათი გადაუღეს


image


ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში ფოტოსურათი გამოჩნდა, რომელზეც პატქრა უცხოპლანეტელის ამოცნობა არის შესაძლებელი. ფოტო ვინმე პერეირამ გადაიღო, სანტიაგოს პარკში სეირნობის დროს.
ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ ფოტო ფალსიფიცირებული არ არის და მასზე მართლაც ჩანს პატარა, რომელიც პარკში მშვიდად სეირნობს. თავად ფოტოსურათის ავტორი ამბობს, რომ სურათის გადაღების მომენტში, მას არავინ დაუნახავს და ბავშვი მხოლოდ გადაღებული ფოტოების დათვალიერების დროს შენიშნა.

image


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* უჩვეულო ახალი ამბები: უცხოპლანეტელები ბრიტანეთში, მამალი ციხეში და გოგონა-გველი ინდოეთში

* დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი ნათესავები ყოფილან

* ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები, ერთის გარდა, ნათესავები არიან

* მალე მამონტები გამოჩნდებიან დედამიწაზე

* ლომის “ადამიანური" საქციელი

* ვენეციაში ვეშაპი შეცურდა

0
373
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0