x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
მოკლეს ყველაზე ცნობილი სნაიპერი: კაცი, რომელიც 1920 მეტრში მიზანს არ აცილებდა.
image2 თებერვალს ქალაქ ფორტ უორტში (ტექსასის შტატი) სიცოცხლე მოუსწრაფეს 38 წლის კრის კაილის - ერაყის ომგამოვლილ ყველაზე ცნობილ სნაიპერს, ვისაც სამხედრო სამსახურის განმავლობაში (1999-2009) 160 მდე ბოევიკი ჰყავს მოკლული.


პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 25 წლის ედი რეი რაუტი, ასევე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და ერაყის ომის ვეტერანი.


რაუტმა მხოლოდ კაილის მოკვლა არ იკმარა და მისი მეგობარი ჩად ლიტფილდიც (35 წლის) საიქიოს გაისტუმრა.


წინასწარი ვერსიით, რეი რაუტის დედა მისულა კაილისთან თხოვნით, ეგებ ჩემ შვილს დეპრესიიდან გამოსვლაში დაეხმაროო და რაუტსაც ყოფილ სნაიპერთან სასროლეთზე გასართობად სიარული დაუწყია.



ეს სისხლიანი ამბავი მოხდა გლენ როუზის სამხედრო პოლიგონზე, სადაც სამნი სროლით ერთობოდნენ.


მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ ერაყელ ბოევიკებს კაილის მკვლელობისთვის ჯილდო (20 ათასი დოლარი) ჰქონიათ დაწესებული.


ამერიკის უცნობილესი სნაიპერი, მეტსახელად "რამადის ეშმაკი", არ მალავდა, რომ ასეულობით მოწინააღმდეგე მოკლა და რიცხვსაც (250) ასახელებდა, მაგრამ პენტაგონის მონაცემებით კრის კაილის ლიკვიდირებული ჰყავს 160 ადამიანი.


"რამადის ეშმაკი" სნაიპერს, ერაყის ქალაქ ერ-რამადისთვის ბრძოლისას, ერაყელმა ბოევიკებმა შეარქვეს.


პოლიციის განცხადებით, რაუტმა კაილი და მისი მეგობარი ლიტფილდი ნეხავრადავტომატური პისტოლეტით ჩაცხრილა, მერე კი სნაიპერის ავტომობილით პოლოგონიდან გაიქცა.


ერაყის ომში გამოჩენილი მამაცობისთვის კრის კაილის მიღებული ჰქონდა ვერცლხის ორი ვარსკვლავი, ბრინჯაოს ხუთი მედალი და კიდევ არაერთი ჯილდო.


სამხედრო სამსახურის დასრულების მერე სნაიპერმა საქველმოქმედო ფონდი Fitco Cares შექმნა.

ეს ფონდი რეაბილიტაციაში ეხმარებოდა ომგამოვლილ სამხედროებს, რომლებსაც სამსახურის დამთავრების შემდეგ დეპრესია, სტრესი და ფსიქიკის მოშლა ეწყებოდათ.


კრის კაილის უყვარდა თანამებრძოლებთან ერთად პოლიგონზე სროლით გართობა და სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეკრება მისთვის საბედისწერო გამოდგა.


"რამადის ეშმაკი" ამერიკაში პოპულარული გახდა გასულ წელს, როცა მემუარები გამოსცა წიგნად, რომლის სათაურიც გახლავთ :"ამერიკელი სნაიპერი: აშშ-ს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი სნაიპერის ავტობიოგრაფია".

დაახლოებით მილიონი ეგზემპლარის გაყიდვის შემდეგ კრის კაილი უცნობილეს კაცად იქცა ქვეყანაში და კონან ობრაიენის სატელევიზიო შოუშიც კი მიიწვიეს.


მემუარებში კაილი იხსენებს თუ როგორ იმალებოდა მაღალსართულიანი შენობების ზედა სართულებზე და როგორ "უსუფთავებდა" გზას ამერიკელ ჯარისკაცებს "ვინჩესტერ მაგნუმ"-ით.


სროლისას თითქმის არასოდეს მიყოყმანიაო, წერს სნაიპერი:


"მხოლოდ ერთხელ შევყოვნდი, როცა ბავშვიანი ქალისთვის უნდა მესროლა. ქალმა, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები უახლოვდებოდნენ, უბიდან ხლეყუმბარა ამოიღო.რამდენიმე წამი ვიყოყმანე, მერე კი ჩემი მოვალეობა შევასრულე.

არ ვნანობ საქციელს, რადგან ჩემმა ნასროლმა სიკვდილისგან იხსნა თანამებრძოლები, რომელთა სიცოცხლეც გაცილებით ძვირფასია იმ გონებადაბნელებული ქალის სიცოცხლეზე".


კრის კაილის მემეუარებს თუ დავუჯერებთ, ერთხელ თურმე ტერორისტი მოკლა 1920 მეტრის მანძილზე.

ძალიან მაგარი სნაიპერებისთვისაც კი ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან უნდა გაითვალისწინო მიზიდულობის ძალა, ქარის ნაკადი და ზუსტი ნასროლი იშვიათად გამოდის.

"ოპტიკურ სამიზნეში დავინახე თუ როგორ წაიქცა ბოევიკი, რომელიც რაკეტის გაშვებას აპირებდა"- წერს კაილი.


აუცილებლად სათქმელია ის, რომ კრის კაილი მღვდლის ოჯახში გაიზარდა და ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუაში სცადა სამხედრო სამსახურის დაწყება, მაგრამ მაშინ ხელის ტრავმის გამო არ მიიღეს.


მოგვიანებით რთული ოპერაცია გადაიტანა და ძვალში რკინები ჩაუსვეს. მხოლოდ ამის მერე გახდა სამხედრო.


კრის კაილის ცოლი და ორი შვილი დარჩა.

















18
15614
20-ს მოსწონს
ავტორი:ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ხუციშვილი
15614
  
2016, 13 აგვისტო, 11:42
და რამდენ მილიმეტრში?
2015, 2 მაისი, 1:00
"რამდენი ოცნებობდა შენს მოკვლას" ...ასე უთხრა...ნეტა საქართველოში თუ გვყავს ნამდვილი სნაიპერები?
2013, 15 დეკემბერი, 21:41
რეკორდი სნაიპერებისთვის არის 2450 მეტრი (50 - baret lite fifty) ავღანეთში 2005 წელს მესამე გასროლით !
2013, 3 დეკემბერი, 23:09
ძნელია,მაგრამ შეუძლებელი არაა თუ გავითვალისწინებთ ერაყის რელიეფს, ჰაერის ტემპერატურა და ქარი თითქმის მუდამ სტაბილურია. თან სვდ-თი ნაღდად არ იქნებოდა შეიარაღებული. :)
2013, 3 დეკემბერი, 23:05
არანაირად არაა ცოდვილი, რომელი უფრო ცოდვილია-ტერორისტი რომელიც არც ბავშვს, არც ქალს და არ მოხუცს არ ინდობს თუ სამხედრო სნაიპერი რომელიც ასეთ "ტვინგაცხელებულს" აჩერებს?
ასეთი მიდგომით ნებისმიერი სამხედრო ცოდვილი ყოფილა და დავშალოთ აბა ჯარი და პოლიცია.
2013, 3 დეკემბერი, 23:03
მართალს ბრძანებ, კაცი სამხედრო იყო თან პროფესიონალი და ასრულებდა დავალებას სამსახურეობრივად.
არ მოკლავდა და მას მოკლავდნენ-ეს აქსიომაა.
2013, 3 დეკემბერი, 22:55
:D დღეს ის სამხედრო უფრო ფასობს იარაღით და ფორმით რომ პოზიორობს :D ამ ისტორიაზე არაფერი მსმენია სიმართლეა თუ მოთხრობა მაგრამ სასაცილოა ხალხის კომენტარები :D სამხედრომ მტერი თუ არ მოკლა აბა საპოზიოროდ აცვია ის ფორმა და იარაღი? :D თუ რადგან იარაღი აიღო ხელში და სამხედროა იარაღითვე უნდა მოკვდეს? :D ან უფრო მალე უნდა მოეკლათ იმიტო რო ტერორისტებს ხოცავდაო :D დავიჯერო ახლობელი არავინ ყოფილა ომში? და რა გგონიათ იქ ბამბას არჩევდნენ? მიდით და უთხარით იქ უფრო ადრე უნდა მომკვდარიყავი სანამ სხვას მოკლავდითქო.
2013, 6 სექტემბერი, 11:29
კი , აშკარად
2013, 19 ივნისი, 15:25
ამდენი კაცის ცოდვა ქონია მამაცხონებულს და ასეთი ბოლო რო ექნებოდა რაღა გასაკვირია,,
ვინაც მახვილი აღიღოს სხვათა ზედა,მახვილითვე მოკვდინდეს...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10