x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
18 პრეზერვატივი გადავყლაპე: მღვდლის აღსარება
imageმოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში

კოლუმბიელი მღვდელი მამა ფაბიო გაბაწრეს.


მამაო მილიციას არწმუნებდა, რომ რუსეთში მისიონერად ჩავიდა.


რა მიისით ეწვია ფაბიო რუსეთს მალევე გაირკვა, როცა მღვდელს მუცელი ასტკივდა.



მილიცა სწორედ ამან დააეჭვა და კოლუმბიელი სტუმრის მუცელი რენტგენით გაჩხრიკეს.


კოკაინით სავსე 18 პრეზერვატივი მოყუჩებულიყო მისიონერის კუჭში.


გაირკვა, რომ ნარკოკურიერ მამაოს პარიზი-მოსკოვის რეისზე დააგვიანდა და მომდევნოს გაჰყვა.

კუჭი ტვირთისგან ადრევე უნდა გაენთავისუფლებინა, მაგრამ რაკი დააგვიანდა, მისი უმღვდელესობა შეუძლოდაც ამიტომ შეიქნა.


აუხსნეს, რომ კუჭი უნდა ამოერეცხა, თორემ მოსკოვიდან მას მიქელ გაბრიელის რეისი წაიყვანდა იმ ქვეყნად.


მამა ფაბიოს ჩანთაში აღმოაჩნდა ქაღალდები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ იგი გახლავთ თეოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

მღვდლად ნაკურთხი 1995 წელს და კარიბის ზღვის რეგიონის ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი.


კოლუმბიელი მისიონერი ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორშია დაბინავებული და ნარკოტიკის კონტრაბადისთვის 15 წლამდე პატიმრობა და გისოსებს მიღმა ცოდვების მონანიება ელის.




5
10535
26-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვაჟა ხუციშვილი
ვაჟა ხუციშვილი
10535
  
2016, 12 იანვარი, 13:00
ეტყობა ჯერ გაბერა და მერე გადაყლაპა,....ავარიის შემთხვევაში დაცული იქნებოდა ტრამვებისგან....
2013, 22 მარტი, 21:59
დამდგარ წყალში მეტი ბაცილებიაო
2013, 13 თებერვალი, 22:39
მშვენიერია
2013, 12 თებერვალი, 22:31
რა ჯანდაბამ გადააყლაპა ამდენი ნარკოტიკი
2013, 6 თებერვალი, 1:29
თორემ მოსკოვიდან მას მიქელ გაბრიელის რეისი წაიყვანდა იმ ქვეყნად. ეს კარგი იყო :D
0 1 5