x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს სიყვარულის დღეს?
image

სულ რამდენიმე დღეში - სიყვარულის დღეა! აი, კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს, შეყვარებულია თუ მეუღლე) აჩუქოთ სითბო, საჩუქარი, კარგი განწყობა და რაღა თქმა უნდა - თქვენი სიყვარული!

მაგრამ, ალბათ დამეთანხმებით, რომ "სწორი" საჩუქრის შერჩევა ძალიან ძნელია. ისეთი საჩუქრის, რომელიც მას ნამდვილად მოეწონება, სიამოვნებით გამოიყენებს და რაც მთავარია, თქვენს თავს მუდამ გაახსენებს.


საჩუქარი გარკვეულწილად თქვენი სიყვარულის პატარა გამოხატულება უნდა იყოს, ამიტომ, მისი შერჩევისას ორიენტირებას მხოლოდ ბიუჯეტზე ნუ გააკეთებთ. თქვენი ურთიერთობის სიღრმე აუცილებლად გაითვალისწინეთ!

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიდგომა: – "შეარჩიე ის, რაც თავად გაგიხარდებოდა"
არ იმუშავებს!


საჩუქარი ისეთი უნდა იყოს, რომ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის მაშინვე გახდეს გასაგები ორი რამ:

1) თქვენ ბევრი დრო დახარჯეთ ფიქრში;



2) საჩუქარი განკუთვნილია მხოლოდ მისთვის და არ არის ერთ-ერთი დეკორატიული ნივთი, რომელიც უახლოეს სუპერმარკეტში იყიდეთ.


image
რა ვაჩუქოთ ქალს?
ალბათ მამაკაცების უმრავლესობა პირველ რიგში გაიფიქრებს: სუნამო, ყვავილები, შოკოლადები ან სამკაული. მოდით, ნუ იქნებით ბანალური. ბანალურობასაც რომ თავი დავანებოთ, შეიძლება თქვენი არჩეული სუნამოს სურნელი (რომელშიც საკმაოდ ძვირი გადაიხადეთ), მას შეიძლება საერთოდაც არ მოეწონოს...

სულ ტყუილად ფიქრობთ, რომ ტექნიკის ჩუქება მარტო მამაკაცებს უხარიათ. სულაც არა! არც ერთი ქალი არ იტყვის უარს საჩუქრების იმ ჩამონათვალზე, რომლებიც
სპეციალურად შევარჩიეთ და კოლაჟის სახით წარმოგიდგინეთ.

ქალს აუცილებლად გაუხარდება საჩუქრად სმარტფონი, ხარისხიანი და ლამაზი ყურსასმენები, ლამაზი საათი, iPod-ისა და iPhone-ის გემოვნებით შერჩეული ქეისები და iTechnic-ის სასაჩუქრე ბარათი, სადაც სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის, აქციები და ფასდაკლებები იქნება წარმოდგენილი.

- 50% ყველა ქეისზე; ბრონირებულ და ჩვეულებრივ დამცავზე;

- 50 ლარი ნებისმიერ ტექნიკაზე: iPhone, iPad, iPod
და iMac.

სახლში პატარა ბავშვი გყავთ და საჩუქარს ცოლისთვის ეძებთ? ვიდეო ძიძა იდეალური ვარიანტია!


image
რა ვაჩუქოთ მამაკაცს?
წინდა, ტრუსი, პარსვის შემდგომი კრემი და დუშგელი – მამაკაცების აზრით, ამაზე უარესი საჩუქარი მხოლოდ არომატული სანთლები, ან სიმბოლური ფიგურა
თუ იქნება. დამეთანხმებით, ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ, რაც ბევრ ფიქრს მოითხოვს ჩვენგან, მამაკაცისათვის საჩუქრის შერჩევაა.

მამაკაცებს განსაკუთრებით აღიზიანებთ უფუნქციო საჩუქრები, რომლებისთვისაც რთულია დანიშნულების პოვნა. შეყვარებულს, რომელთანაც ურთიერთობის რომანტიკულ ტალღაზე იმყოფებით, სასურველია აჩუქოთ საჩუქარი, რომელიც მუდმივად შეახსენებს თქვენს თავს.

მას მოეწონება: ჩანთა, საათი, ყურსასმენები, დინამიკი, სხვადასხვა გაჯეტი, USB-ის ხარისხიანი კაბელი, iPod-ი, რომელშიც შეგიძლიათ თქვენი საყვარელი სიმღერები ჩაუწეროთ და მას ყოველთვის გაახსენდებით, როცა მუსიკას მოუსმენს, ან აჩუქოთ iTechnic-ის სასაჩუქრე ბარათი და ის თავად შეარჩევს სასურველ ნივთს.

შეგიძლიათ გარისკოთ და "დააკოპიროთ" თქვენი პირველი პაემანი, ყველა თავისი წვრილმანით. აღმოჩნდეთ იმავე ადგილას, იმავე ტანსაცმლით და გაიმეოროთ პირველი კოცნა, ან პირველი გასეირნება ღამის ქალაქში.


image


მთავარია, რომ აჩუქოთ გულით და საჩუქარში თქვენი მზრუნველობა, სიყვარული და ემოციები ჩააქსოვოთ!

R

0
378
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0