x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
უთხარი მას ყურში: 5 წესი, როგორ ვესაუბროთ მამაკაცს სექსუალურად
image


წარმოიდგინეთ, რა რთული შეიძლება იყოს მსახიობებისთვის ეროტიკული როლი, სადაც აუცილებლად უწევთ კონკრეტული ნიუანსების გათვალისწინება, რომ ვიზუალიც და ხმაც საინტერესოდ წარმოჩენილი იყოს.


ამ სტატიაში მოგითხრობთ იმაზე, როგორ გავხადოთ ჩვენი ხმა უფრო ხავერდოვანი და შევძლოთ ისე საუბარი, რომ მამაკაცი მოვხიბლოთ.


ჩნდება კითხვა: როგორ გადავლახოთ სირთულე მაშინ, თუ შეყვარებული ვართ, მაგრამ უხამსი სიტყვების თქმა გვეუხერხულება? - უნდა ვთქვათ უარი უხერხულობის განცდაზე და გალიიდან გამოვიდეთ.



მსახიობი ბარბარა როზენბლატი თამაშობდა ერთ-ერთ ცნობილ სერიალში, სახელად "ნარინჯისფერი", სადაც მის როუზის როლი ჰქონდა.


ამ ქალბატონმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი აუდიოჩანაწერებს დაუთმო, რომლებიც წიგნებს ერთვოდა. ჯამში, აუდიოწიგნების რაოდენობა 400 ცალს აღემატებოდა. ამ ყველაფერში კი ეროტიკაც დომინირებდა. შესაბამისად, მისი რჩევის მოსმენა ურიგო არაა:


1. დაეუფლეთ ხავერდოვანი ტემბრის ხელოვნებას

თავდაპირველად ჩამწერი გამოგადგებათ. სცადეთ თქვენი ხმის ჩაწერა რამდენჯერმე. არ თქვათ, რომ დაიღალეთ! ეს პროცესი განაგრძეთ იქამდე, ვიდრე არ გააცნობიერებთ, რა მოგწონთ საკუთარ ტემბრში.


საკუთარი ხმა ყველას არ მოსწონს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ეს კომპლექსი დაძლიოთ. დაიმახსოვრეთ, რომ მოსაუბრეს შეუძლია მაცდური იყოს არა მხოლოდ ხმით, არამედ რიტმითაც. მოუსმინეთ, დაუსვით კითხვები, შეარჩიეთ სწორი ტემპი.


image


2. ნუ გააკრიტიკებთ საკუთარ თავს


უკეთ გაიცანით თქვენი პარტნიორის ფსიქოლოგია. გაარკვიეთ, რა საზღვრებს უწესებს საკუთარ თავს და არის თუ არა მზად ფანტაზიების განსახორციელებლად.


იმისთვის, რომ მამაკაცი თქვენი საუბრით და მანერებით მოხიბლოთ, საჭიროა, რომ თავს კომფორტულად გრძნობდეთ. ზოგჯერ ხმის მეტისმეტად განაზება სასაცილოც კი არის. ამიტომ ვეცადოთ, რომ დაცინვის ობიექტად არ ვიქცეთ.


3. დაადგინეთ დიაპაზონი და გაიხსენით


ვინ თქვა, რომ მხოლოდ დაბალი ტემბრით მოსაუბრე ქალები არიან სექსუალურები? სტერეოტიპებს ნუ აჰყვებით, რადგან შეგიძლიათ ისაუბროთ თამამად და ნაკლებად ხმადაბლა, რაც არანაკლებ სექსუალური შეიძლება იყოს. ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხრიკია ჩურჩული. ასეთ დროს შეგიძლიათ სხვა ხმა გაითამაშოთ, მაგრამ სჯობს საკუთარი თავი არ შეცვალოთ, რომ მეტად ბუნებრივი იყოთ. მიდით მასთან ახლოს და უთხარით სასურველი სიტყვები იმ ტემბრით, რომელიც თქვენი გულიდან მოდის... განაგრძეთ კითხვა



0
886
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
886
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0