x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ჭკვიანი ჰედი: პირველი ეროტიკული ფილმების ვარსკვლავი, რომელმაც GPS და WI-FI გამოიგონა
image


მსოფლიოში არ იქნებოდა ისეთი ჭკვიანური მოწყობილობები, როგორებიცაა GPS და WI-FI, ჰოლივუდის ლამაზმან ჰედი ლამარს რომ არ ეაქტიურა. ის პირველი მსახიობია, რომელიც ევროპულ ეროტიკულ ფილმში "ექსტაზი" გადაიღეს. თუმცა ის გამომგონებელიც იყო.


ჰედი დიდ და ხმაურიან ებრაელების ოჯახში დაიბადა. მამამისი ბანკის მმართველი იყო, დედა - პიანისტი. გოგონა ბავშვობიდან მოგზაურობდა, სწავლობდა უცხო ენებს, მუსიკას, ცეკვას, მათემატიკას. კინოში პირველად 16 წლისა გადაიღეს, 1930 წელს გერმანულ ფილმში "გოგონა ღამის კლუბში". სამი წლის მერე - ავსტრიულ "ექსტაზში".


ეს იყო სენსაცია მსოფლიო კინემატოგრაფიაში. იმისათვის, რომ გოგონას ორგაზმი განესახიერებინა (შესაბამისი მიმიკისა და ხმების გამოცემის გამო), რეჟისორი მას ინგლისურ ქინძისთავს ურჭობდა. გარდა ამისა, ამ ფილმში ის დიდხანს ცურავს შიშველი ტბაში.



image


ჰედი სუპერვარსკვლავი გახდა, მაგრამ მისი მშობლები შოკში იყვნენ 19 წლის შვილის საქციელით. მათ გოგონას საქმრო მოუძებნეს: ევროპაში უმდიდრესი ებრაელი, რომელიც მესამე რეიხის მფარველი იყო და მილიონები იარაღის წარმოებით დააგროვა. 33 წლის ფრიც მანდლი და 19 წლის ლამარი დაქორწინდნენ. მის ქმარს სიკვდილით მოვაჭრეს ეძახდნენ. ამბობდნენ, რომ მასზე ცინიკური ადამიანი მსოფლიოში ძნელად მოიძებნებოდა.


მანდლების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ: ფრეიდი, მუსოლინი და თავად ჰიტლერიც კი. ჰიტლერს ისინი სძულდა, როგორც ებრაელები, მაგრამ სჭირდებოდა მამაკაცის მილიონები და ქალის სილამაზე. არ არსებობდა ევროპაში ადამიანი, ვისაც ლამარი შიშველი არ ენახა. ქორწინებაში ქალმა 4 წელი ძლივს გაძლო. შემდეგ გაეყარა ქმარს და ამერიკის დასაპყრობად გაემგზავრა. მანამდე ჩანთაში ქმრის ნაჩუქარი ძვირფასეულობა ჩაალაგა და მოსამსახურის სამოსით გაიპარა შინიდან.


1940-დან 1949 წლამდე ჰოლივუდის ვარსკვლავი იყო, 18 ფილმში გადაიღეს და 30 მლნ დოლარი დააგროვა.


განაგრძეთ კითხვა



0
234
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0