x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
7 რამ, რაც ხელს გიშლით ცხოვრებით ტკბობაში
image


მარკ ტვენმა თქვა: "20 წელიწადში იმედგაცრუებული იქნებით იმის გამო, რაც არ გააკეთეთ და არა იმის გამო, რაც გააკეთეთ".


7 რამ, რაც ხელს გიშლით ცხოვრებაში და დროა, გათავისუფლდეთ:


1. სურვილი, ყველას ასიამოვნო



ეს ეხება კარიერას, ბიზნესს, ოჯახს, მეგობრებს. გახსოვდეთ, რომ ყველას მოსაწონი ნამდვილად არ იქნებით და მაინც იქნებიან ადამიანები, ვინც თქვენზე ნაწყენი დარჩება. ასე რომ, თუკი ცდილობთ, ყველას მეგობარი იყოთ და ასიამოვნოთ გარშემომყოფები, ცხოვრებისგან სიამოვნებას ვერ მიიღებთ და იქნებით უბედური.


2. ნებართვის აღების მოლოდინი


თუკი ელოდებით დალოცვას და ნებართვას ვინმესგან, ასე ცხოვრებაში ძალიან ბევრ დროს დაკარგავთ. უმჯობესია, კორექტულად ბოდიში მოიხადოთ და გააკეთოთ ისე, როგორც გეგმავდით. თქვენ უნდა შეგეძლოთ მხოლოდ თქვენი თავის იმედად ყოფნა. გააკეთეთ ის, რაც გაბედნიერებთ. დააფასეთ და აკეთეთ ის, რაც ღიმილს გგვრით. იცხოვრეთ თქვენთვის, მნიშვნელოვანი მხოლოდ თქვენ ხართ!


image


3. შესაფერისი მომენტის ლოდინი


გავა საათები, კვირები, თვეები, წლები და თქვენ უფრო და უფრო მეტი მიზეზი გექნებათ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც თავადვე ინანებთ. ამიტომ შესაფერისი დრო არის ახლა. ბედნიერებას ვერ იპოვი, ბედნიერება უნდა შექმნა.


4. თქვენი თავის სხვებთან შედარება


როგორც ზენ შინი იტყოდა: "ყვავილი არ ფიქრობს, სხვა ყვავილებს შეეჯიბროს, რომლებიც მის გვერდით იზრდება. ის უბრალოდ ყვავილობს და იზრდება". რა თქმა უნდა, თქვენი თავის უკეთესი ვერსია უნდა იყოთ ყოველდღე, თუმცა არ უნდა შეეჯიბროთ სხვებს, შეჯიბრება შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარ თავთან... განაგრძეთ კითხვა <<<



0
147
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0