x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"თეონას ახლაც არ სურს ჩემი სახელის გაგონება, "ბიოლოგიურ მასალას" მეძახის" - თეონა კონტრიძის ქალიშვილი მამამ 12 წლის შემდეგ ნახა
image


რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე ბოლო დროს ხში­რა­დაა სკან­და­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრში. მომ­ღე­რალს ქარ­თვე­ლე­ბი ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის დროს გა­უ­ნა­წყენ­დნენ, რო­დე­საც თე­ო­ნამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას თბი­ლის­ში მისი დაბ­რუ­ნე­ბა მოს­თხო­ვა. სკან­და­ლი მოჰ­ყვა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძი­სა და ბა­ლე­რონ ნი­კოლ ცის­კა­რი­ძის მე­გობ­რულ ნო­მერს, რო­დე­საც ერ­თად ცეკ­ვა სცა­დეს.


მი­უ­ხე­და­ვად მთე­ლი რიგი სკან­და­ლე­ბი­სა, თე­ო­ნას გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აქვს, ვიდ­რე ცის­კა­რი­ძეს­თან ცეკ­ვა თუ პან­დე­მი­ის დროს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლია.


image



მომ­ღე­რალს ორი შვი­ლი ჰყავს, უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი რედი მა­რია, რო­მელ­საც ეს სა­ხე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად და­არ­ქვა და ვაჟი გი­ორ­გი, ბავ­შვს მო­ფე­რე­ბით გო­გის ეძა­ხი­ან. მომ­ღე­რალს საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს და რო­გორც თე­ო­ნა რუ­სულ ტაბ­ლო­ი­დებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში აღ­ნიშ­ნავს, სწო­რედ ამის გამო, შვი­ლებს მხო­ლოდ ღა­მით ხე­დავს.


კონ­ტრი­ძემ რუ­სულ ბა­ზარ­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბა 1994 წლი­დან და­ი­წყო. თა­ვი­დან უცხო ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, თუმ­ცა კლუ­ბებ­ში სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯი­თა და სიმ­ღე­რის სტი­ლით ერ­თგუ­ლი მსმე­ნე­ლე­ბი მალე შე­მო­იკ­რი­ბა.


თე­ო­ნას პირ­ვე­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი რუ­სეთ­ში წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. რუ­სუ­ლი პრო­ექ­ტის "ვარ­სკვლა­ვე­ბის ფაბ­რი­კის" წევრ იური ტი­ტოვ­თან რო­მა­ნი კრა­ხით დას­რულ­და. წყვი­ლი 2004 წლი­დან ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა ასა­კით უფ­რო­სი თე­ო­ნა ტი­ტოვ­მა ორ­სუ­ლი მი­ა­ტო­ვა და სხვა ქალ­თან გა­იქ­ცა.


image


თე­ო­ნამ პირ­ვე­ლი შვი­ლი უმა­მოდ გა­ა­ჩი­ნა. მა­შინ უკვე იც­ნობ­და მო­მა­ვალ ქმარს ნი­კო­ლაი კლო­პოვს, რო­მელ­საც პირ­ვე­ლად 2003 წელს ერთ-ერთ კლუბ­ში შეხ­ვდა. თე­ო­ნამ და ნი­კო­ლა­შამ (რო­გორც თა­ვად ეძა­ხის ქმარს) 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში იქორ­წი­ნეს. სწო­რედ ომის დღე­ებ­ში, რო­დე­საც რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში შო­რის "აგ­ვის­ტოს ომით" ცნო­ბი­ლი უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი იდგა. თე­ო­ნა­სა და ნი­კო­ლა­შას სა­ერ­თო ვაჟი ჰყავთ, მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობს მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სწო­რედ ტი­ტო­ვის­გან შე­ე­ძი­ნა.


ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რუ­სულ არხზე გა­და­ცე­მა გა­ვი­და, სა­დაც წამ­ყვა­ნებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ იური ტი­ტოვს, ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თე­ო­ნას­თან შე­ე­ძი­ნა, 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უნა­ხავს. გა­და­ცე­მა­ში ისიც თქვეს, რომ თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე შვილს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ანა­ხებ­და ტი­ტოვს... განაგრძეთ კითხვა <<<



0
1790
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1790
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0