პროფილაქტიკა რატომ უნდა დავლიოთ დღეში 1 ჭიქა ვისკი. რა სამკურნალო თვისებები გააჩნია ამ უნიკალურ სასმელს 2016, 14 ნოემბერი, 10:20 ვისკი – ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ლიდერის პოზიციას იკავებს ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ჩამონათვალში. ესოდენ დიდი პოპულარობა ნაწილობრივ განპირობებულია სახეობების, სხვადასხვა დანამატების, ნაერთების მრავალფეროვნებით კანადური და ირლანდიური ვისკიდან დაწყებული ტენესური ბურბონით დამთავრებული. ყოველივე ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ ვისკის უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება გააჩნია, სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება, რომ მას ალკოჰოლური სასმელების მეფედ თვლიან. ვისკის სამკურნალო თვისებები: ხელს უშლის წონის მატებას– შეიცავს 0% ცხიმებს, 0% ქოლესტერინს, მასში შემავალ ნახშირწყლებსა და კალორიებს რაც შეეხება, ძალიან სწრაფად იშლება. ვისკი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ხელს უშლის ჭარბი რაოდენობის საკვების მიღებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას. აუმჯობესებს გულ–სისხლძარღვთა სისიტემის ფუნქციონირებას – ადუნებს რა სისხლძარღვების კედლებს, ამით ხელს უშლის მათში ქოლესტერინის დაგროვებას. ამას გარდა, ანტიოქსიდანტები, რომელსაც ვისკი შეიცავს, გულის შეტევის და ინსულტის რისკებს ამცირებს "ცუდი" ქოლესტერინის შემცირების ხარჯზე, მაშინ როდესაც "კარგი " ქოლესტერინის დონე (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) იზრდება.
ამცირებს ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს
ვისკი უფრო მეტ ანტიოქსიდანტს შეიცავს ვიდრე წითელი ღვინო. ამასთან, ამ სასმელში ელაგის მჟავა აღმოაჩინეს რომელიც ხელს უშლის დნმ-ის კავშირს სიმსივნურ უჯრედებთან. ის ასევე იცავს ორგანიზმს ქიმიოთერაპიის მავნე ზემოქმედებისგან.
ვისკი ეხმარება სტრესისა და დაღლილობის მოხსნას, ადუნებს კუნთებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
Suntory ვისკის საოცრად ლამაზი 24 ყინულის ფიგურა ერთი ჭიქა ღვინო თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად 5 სასარგებლო სასმელი გულისთვის 10 ყველაზე ძვირადღირებული არაყი მსოფლიოში 9 სამკურნალო სასმელი გაციების წინააღმდეგ, რომელიც თქვენს იმუნიტეტს საგრძნობლად გააძლიერებს დაფნის ფოთლის ზეთის საოცარი სამკურნალო თვისებები თავიდან აიცილეთ გულის დაავადებები, ინსულტი, ალცჰეიმერი და სიმსივნე მხოლოდ 3 თვიანი დიეტით 909 15-ს მოსწონს
|