x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508419
დაფნის ფოთლის ზეთის საოცარი სამკურნალო თვისებები
image


დაფნის ფოთოლი კარგად ცნობილი და პოპულარული სანელებელია, რის გამოც განსაკუთრებული ადგილი უკავია სამზარეულოში.


თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ გარდა კერძის მომზადებისა, ამ ხმელთაშუა ზღვის მარადმწვანე მცენარის ფოთლები სამკურნალო მიზნითაც გამოიყენება – შეგიძლიათ მოამზადოთ დაფნის ფოთლის ზეთი, რომელსაც საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია: აღნიშნული პროდუქტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას სხვადასხვა ქსოვილებში, გამოიყენება კანისა და თმის მოვლის დროს და ასევე ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის ნორმალურ ფუნქციონირებას.


დაფნის ფოთლის ზეთი

image


ეს ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა პროფილაქტიკური ზომების მისაღებად. ის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება და ასევე იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

დაფნის ფოთლის ზეთით შეგიძლიათ ლოსიონი მოამზადოთ, რომელიც სახის კანთან დაკავშირებულ პრობლემებს მოგიგვარებთ. აღნიშნული ლოსიონი აკნესთან ბრძოლის ძალიან ეფექტური საშუალებაა. სანამ გამოსცდით, შეამოწმეთ ალერგიული ხომ არ ხართ

დაფნის ფოთოლზე.


დაფნის ფოთლის ზეთის სამკურნალო თვისებები:



1. ამშვიდებს ნერვიულ სისტემას;

2. ზრდის და ასტიმულირებს ოფლის გამოყოფის პროცესს;

3. აძლიერებს იმუნურ სისტემას;

4. ხელს უწყობს გონებრივ აქტივობას;

5. ეხმარება ვარიკოზული ვენებისა და სახსრების მკურნალობას.


ინგრედიენტები:

– 30 გრ. დაფნის ფოთოლი;

– 250 მლ. ზეითუნის ზეთი (მზესუმზირის ზეთიც შეგიძლიათ გამოიყენოთ).


მომზადება:


1. აიღეთ პატარა ზომის კონტეინერი თავსახურით. დაანაწევრეთ დაფნის ფოთლები და დაასხით ზეთი.

2. მოათავსეთ აღნიშნული ნივთიერება ბნელ და გრილ ადგილას. გააჩერეთ 14 დღის მანძილზე, დროდადრო აანჯღრიეთ.

3. ორი კვირის შემდეგ გაატარეთ დოლბანდში ან საწურში და გადაიღეთ სხვა ჭურჭელში. შეინახეთ ეს არომატული ნივთიერება გრილ ადგილას.


გამოყენების წესი და დოზირება


1. ოთახის არომატიზაცია: 4-5 წვეთი;

2. აბაზანა: 3-4 წვეთი ერთ კოვზ მარილზე;

3. გავლება: 1 წვეთი 200 მლ. წყალში;

4. ინჰალაცია: 1-3 წვეთი 500 მლ. წყალში;

5. დამატება კოსმეტიკურ საშუალებებზე (მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული კრემი, ლოსიონი, საცხი): 2 წვეთი 1 ჩ.კ. -ზე;

6. მასაჟი: 4-6 წვეთი 20 მლ. ძირითად ზეთზე.


დაიცავით ზეთის გამოყენების დოზირება! წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თავის ტკივილი, სიწითლე და კანის ქავილი გამოიწვიოს.

6
1920
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
1920
  
2016, 5 მაისი, 23:59
"მგზნებარე თაყვანისმცემელმა დაგლიჯა".
სამაგიეროდ ნახვას გიმატებთ იპოვეთ პოზიტივიც. :))
2016, 5 მაისი, 23:38
ერთი "მგზნებარე თაყვანისმცემელი" მყავს :)) ვიფიქრებდი დაფნაზე აქვს ალერგია, მაგრამ დანარჩენ დისლაიქები როგორ ავხსნა :)))
2016, 5 მაისი, 13:43
არა როგორი "ბოღმა" უნდა იყო აქ დისლაიქი რომ დადო!
2016, 25 მარტი, 14:04
დიდი მადლობა, მეგობრებო, შეფასებისთვის
2016, 25 მარტი, 12:22
ძალიან კარგია.... მითუმეტეს დიასახლისებისთვის
2016, 25 მარტი, 12:13
ძალიან საინტერესო სტატიაა :) დაფნის დადებით თვისებებზე ვიცოდი, მაგრამ ამდენი არა :)
0 1 6