x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
10 ყველაზე ძვირადღირებული არაყი მსოფლიოში
image


კარგი არაყი იაფი არ უნდა ღირდეს! ამასთან, თუ ამ სასმელს პრემიუმ კლასის ბრენდი უშვებს, ისღა დაგვრჩენია მისი ფასის გამო გაოცება გამოვხატოთ. სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებულ არაყს.



10. არაყი "Alizé, " ბოთლის ზედაპირზე ინკრუსტირებულია სვაროვსკის კრისტალები (Swarovski Studded Alizé)

ღირებულება – $ 2000


image


არაყი 2007 წელს შეიქმნა ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, როგორც საუკეთოსო საჩუქარი, რომელიც კი შეიძლება საყვარელ ადამიანს გაუკეთო. სასმელის შემადგენლობაში შედის კონიაკი, ფრანგული არაყი, მარწყვი, ლიჩი, მარაკუია და ვარდი – ეს ყოველივე წარმოადგენს "Rose Alizé"-ის ინგრედიენტებს.


9. სუპერ პრემიუმ კლასის არაყი "Imperial Collection"


ღირებულება – $ 2400

image


მას ძალიან მიმზიდველი დიზაინი აქვს: ხელით ნაკეთ მოოქროვილ ფაბერჟეს კვერცხის თავზე დამაგრებულია არწივი. კვერცხის შიგნით კი გრაფინია ძვირფასი სასმელით.


8. არაყი "Stoli Elit, " Himalayan Edition

ღირებულება – $ 3 000

image


რუსული ხორბლისა და ჰიმალაის მთების მიწისქვეშა სუფთა წყლით დამზადებული არაყი. ასხამენ ბოთლებში, რომელიც ხელით მზადდება და იყიდება კომპლექტში მოოქროვილ ყინულის საჭრელთან ერთად.


7. არაყი "Iordanov"

ღირებულება – $ 4 353

image


ეს ელიტური სასმელი მზადდება Wasser წლის გამოყენებით, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის შორეულ რეგიონში მდებარეობს. ბოთლს ამშვენებს 14 000 სვაროვსკის კრისტალი.


6. არაყი სვაროვსკის კრისტალებით "Oval Swarovski Crystal Vodka"

ღირებულება – $ 6 922

image


ბრენდი "Oval Vodka" ამ არყის ექსკლუზიურ მწარმოებელი და დიზაინერია. ეს ელეგანტური და უნიკალური სასმელი შეზღუდული რაოდენობით გამოუშვეს. იმ მიზნით, რომ მომხმარებელს მისგან ვიზუალური სიამოვნება მიეღო, არყის ბოთლი გააფორმეს 7000-ზე მეტი სვაროვსკის კრისტალით. ამ ძვირფას სასმელს აღმოაჩენთ ყველაზე ძვირიან და ელიტურ ღამის კლუბებში.


5. არაყი "Belver Bears Belvedere"

ღირებულება – $ 7 240

image


ბოთლის დიზაინი შეიმუშავა ჟან-როშემ (Jean-Roch). არაყი "Belver Bears Belvedere" შეიქმნა საფრანგეთში, სპეციალურად კანის ფესტივალზე გასაყიდად; გამოუშვეს შეზღუდული რაოდენობით. მხოლოდ კინოფესტივალის რამდენიმე VIP სტუმარს ხვდა წილად მისი დაგემოვნების ბედნიერება.


4. არაყი "Russo-Baltique (Old)"

ღირებულება – $ 740 000

image


ამ არყის ამდენად მაღალი ფასი შეგვიძლია ავხსნათ მისი სიძველით. რუსულ -ბალტიური არაყი – ეს არის დიზაინისა და სასმელის იდეალური შერწყმის ბრწყინვალე მაგალითი. მას შეუძლია კლასიკური სტილის მიმდევრების აღფრთოვანება გამოიწვიოს.


3. არაყი "Diva Premium"

ღირებულება – $ 1 000 000


image


ეს ალკოჰოლური სასმელი, მისი გამოსვლის დღიდან, მსოფლიოში ყველაზე გლამურულ არაყს წარმოადგენს. ბოთლს ცენტრში ამშვენებს ძვირფასი ქვები. მზადდება წყაროს წყლით და ყინულის მეშვეობით ხდება მისი ფილტრაცია. მისი წარმოებისთვის იყენებენ ალმასის ქვიშას და არყის ხის ნახშირს – ეს მის ექსკლუზიურობას განსაკუთრებულ შტრიხს მატებს.


2. არაყი "Russo-Baltique (New)"

ღირებულება – $ 1 350 000

image


ეს ძვირადღირებული არაყი გამოუშვა საავტომობილო კომპანია Dartz –მა. ბოთლს აქვს დახვეწილი, ელეგანტური დიზაინი, ისევე როგორც ამ ბრანდის ავტომობილებს.


1. არაყი "Billionaire"

ღირებულება – $ 3 700 000


image


ბოთლის დიზაინი ეკუთვნის ცნობილ დიზაინერს ლეონ ვერესს (Leon Verres). სასმელი, რომელიც დამზადებულია რუსული რეცეპტით, ფილტრაციას ძვირფასი ქვების მეშვეობით გადის. ბროლის ბოთლი გაფორმებულია პლატინით და 3000-ზე მეტი ბრილიანტის თვლით.



5
1631
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Lerato
Lerato
1631
  
2015, 19 ოქტომბერი, 13:54
დიდი მადლობა შეფასებისთვის :)))
2015, 19 ოქტომბერი, 13:40
მარტო დიზაინები აქვთ ისეთი... წარმომიდგენია რა ცეცხლი იქნება დასალევად ;)))
2015, 19 ოქტომბერი, 13:36
ძალზე საინტერესო სტატიაა, რამდენიმე მათგანი სიახლე იყო ჩემთვის-რესპექტი.
2015, 18 ოქტომბერი, 23:49
დიდი მადლობა შეფასებისთვის :)
2015, 18 ოქტომბერი, 23:44
მაგარია:)
0 1 5