x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
5 სასარგებლო სასმელი გულისთვის
1. წითელი ღვინო

image


წითელი ღვინო შეიცავს ბევრ კარდიოპროტექტორულ ნაერთს. რესვერატროლი და პოლიფენოლი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის თრომბების ფორმირებას. ამას გარდა, არსებობს უტყუარი მკიცებულება იმისა, რომ წითელი ღვინის რეგულარული მიღება მცირე დოზით (დღეში 1 ჭიქა), ეხმარება ეგრეთ წოდებული კარგი ქოლესტერინის დონის ზრდას, რომელიც იცავს ჩვენს გულს და სისხლძარღვებს დაზიანებისგან.


2.წყალი

image



როდესაც ორგანიზმში არასკმარისი რაოდენობის წყალია, სისხლი სქელდება; შედეგად, გულს უფრო დიდი ძალისხმევის გამოვლენა სჭირდება, რომ სისხლი სხეულის ყველა უჯრედამდე მიიტანოს. ამის გამო, რამდენჯერმე იზრდება გულის იშემიური და სისხლძარღვთა დაავადებების რისკები.


3. მწვანე ჩაი


image


მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც იცავს ანთებითი პროცესებისგან, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, იცავს ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან. ანტიოქსიდანტები ასევე შავი ჩაის შემადგენლობაშიც შედის, თუმცა, მწვანე ჩაიში უფრო ეფექტურია მისი მოქმედების უნარი, რაც დამტკიცდა ბოლო დროს ჩატარებული მთელი რიგი კვლევების მიერ.


4. ბროწეულის წვენი


image


ცოტა ხნის წინ ბროწეულის წვენი ამ სიაში არ იყო, თუმცა, კალიფორნიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს მისი ანტიოქსიდანტური პოტენციალი. შედეგად აღმოჩნდა, რომ ის სამჯერ უფრო მეტია მასში, ვიდრე მწვანე ჩაისა და წითელ ღვინოში. ამას გარდა, ბროწეულის წვენს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, ამცირებს არტერიული წნევის დონეს და მთლიანობაში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.


5. ყავა

image


მიუხედავად უამრავი მითისა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყავა წარმოადგენს პროდუქტს, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მთელი რიგი კვლევების თანახმად, ინფარქტისა და ინსულტის რისკები 20% – 40% მცირდება ამ სასმელის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ზომიერების ფარგლებში.


2
1438
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1438
  
2015, 13 ნოემბერი, 0:16
დიდი მადლობა, დავით :)
2015, 12 ნოემბერი, 23:07
კარგი სტატიაა ყოჩაღ! მოვიწონე. აი ის ბოლო ყავა არ მოყვარს დანარჩენები კიი
0 1 2