x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი

image

პროფესორი ნეუმივაკინი ამტკიცებს, რომ ბევრი დაავადების ძირითად მიზეზს მჟავა- ტუტოვანი ბალანსის დარღვევა წარმოადგენს. ეს ერთადერთი მაჩვენებელია, რომელიც არ უნდა შეიცვალოს მთელი ცხორების მანძილზე. ადამიანის ორგანიზმი თვითრეგულირებადი დამოუკიდებელი სისტემაა, რომლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი 7, 4 უნდა იყოს. თუ აღნიშნული ბალანსი 0-დან 14-მდე ფასდება, ამ შემთხვევაში 7, როგორც პროფესორი ნეუმივაკინი აღნიშნავს, "ნორმალური შუალედია."


რატომ უნდა დავლიოთ ცხელი სოდიანი წყალი?


სოდიანი წყლის დალევა ორგანიზმის გატუტოვანების ყველაზე ცნობილი ხალხური საშუალებაა. ეს ნამდვილად ძალიან მარტივი და ეფექტური სასმელია ორგანიზმში მომატებული მჟავიანობის შესამცირებლად. თუმცა, ადამიანები რომლებიც ორგანიზმის გაჯანსაღების ამ სისტემით არიან დაინტერესებულნი, ყურადღებას არ აქცევენ ერთ ნიუანსს – მნიშვნელოვანია ისეთი სოდა მიიღოთ, რომელიც უშუალოდ ცხელ წყალშია გახსნილი. ამის ნაცვლად, სვამენ ცივ სოდიან წყალს (ან ოთახის ტემპერატურის – აქ დიდი განსხვავება არ არის), და შედეგად ასეთი სასმელისგან პრობლემა ექმნებათ კუჭთან დაკავშირებით. რადგანაც ზუსტად კუჭისთვის, სოდა საეჭვო პროდუქტს წარმოადგენს. ამიტომ აუცილებელია ეს სასმელი სწორედ მივიღოთ – 40 გრადუსზე ზემოთ.

image

... შემდეგი საკვანძო მომენტი წარმოადგენს ის, თუ რა გზით ხვდება ორგანიზმში წყალი და შემდეგ მარაგდება სისხლი, უჯრედთაშორისი სითხე, ლიმფა და ა.შ. ერთი შეხედვით ეს კუჭიდან ხდება, რადგან წყალი მიღების შემდეგ იქ ხვდება. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არა არის. ბიოლოებმა, ბიოქიმიკოსებმა, მედიკოსებმაეს რა თქმა უნდა იციან, მაგრამ ამ ინფორმაციას ფართო მასებამდე არ მიუღწევია. ეს კი ისე უნდა ვიცოდეთ, როგორც გამრავლების ტაბულა ან მშობლიური ენის ანბანი... აღმოჩნდა, რომ ძირითადი ადგილი საიდანაც სისხლს წყალი მიეწოდება – ნაწლავებია და არა კუჭი!


"სოდა – ადამიანისთვის შეუცვლელი პროდუქტი" – პროფესორი ნეუმივაკინი


image

როგორი ტუტოვანი გარემო უნდა იყოს ადამიანის ორგანიზმში?



1. ადამიანის პირის ღრუში ტუტოვანი გარემო 7-4, 7-6, 7-8.

2. კუჭში მჟავას ასეთი მაჩვენებლები აქვს : 0-2, 0-3, 0-1 (კონცენტრირებული მჟავა)

3. თორმეტგოჯა ნაწლავში – 7-8-9.

4. მსხვილ ნაწლავში მჟავა იზრდება 9%-მდე.

5. წვრილი ნაწლავს შედარებით დაბალი მჟავიანობა ახასიათებს (6-7-8).


იმ მიზნით, რომ ყველა ეს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში შევინარჩუნოთ, სოდიანი წყალი დღეში სამჯერ უნდა მივიღოთ. განსაზღვრულად ცხელ წყალში ან რძეში გახსნილი. ამისთვის დაგვჭირდება ერთი ჭიქა ცხელი წყალი (ან რძე), საკვები სოდა –1 ჩაის კოვზის მეოთხედი. უნდა მივიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. თუ ორგანიზმი ახალგაზრდაა, ამ შემთხვევაში დღეში 2 ჭიქაც საკმარისია, თუმცა, ასაკოვანმა ადამიანებმა ეს პროცედურა დღეში სამჯერ უნდა ჩაიტარონ.

თუ წყალს ჭამის დროს იღებთ (რაც ხშირად ხდება და ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის), თქვენ ამით კუჭის მჟავას აზავებთ, რომლის ფუნქცია საკვების გადამუშავებაა. გაზავებულ მდგომარეობაში მას არ შეუძლია საკვების მონელება. წყლის დალევა საკვების მიღების დროს, თითქმის ყველას უმნიშვნელო წვრილმანი ჰგონია, თუმცა, ასეთი ქმედება სერიოზულ საფუძველს უქმნის სხვადასხვა დაავადებებს.

გაფრთხილება: სუფთა, სასმელი წყალი უნდა მიიღოთ მხოლოდ ჭამიდან 1- 1.5 სთ. შემდეგ, თუ ვეგეტარიანული საკვები მიირთვით. ან 2 - 2.5 სთ. შემდეგ, თუ ხორცი ან თევზი ჭამეთ.

გამოსავალი არსებობს: მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირება სოდის დახმარებით. საკვები სოდა თავისთავად ძლიერი ტუტოვანი ელემენტია. ყველამ ვიცით, მას ჭურჭლის გასარეცხად იყენებენ, რადგანაც ცხიმის დაშლის უნარი გააჩნია. ასეთი მეთოდი გამოიყენება ნაწლავების შემთხვევაშიც: სვამენ ცხელ სოდიან წყალს.


როგორ უნდა დავლიოთ სამკურნალო სასმელი სოდისგან? – პროფესორი ნეუმივაკინი:


image

1. უნდა დავამზადოთ განსაზღვრულად ცხელი წლის ან რძის გამოყენებით.

2. დაიწყეთ შემდეგი დოზით – 1/4 ჩ.კ. საკვები სოდა გახსენით 1 ჭიქა ცხელ წყალში 50-60 ºC, ოდნავ გაგრილდეს (40 ºC-ზე ნაკლები არ იყოს) და მიირთვით.

3. სამდღიანი მკურნალობის შემდეგ დოზა გაზარდეთ (1 სუფრის კოვზამდე).

4. მიიღეთ დღეში სამჯერ უზმოზე, 20-30 წუთით ადრე ჭამამდე, ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ღებინების შეგრძნება გაგიჩნდეთ ან გულიც კი აგერიოთ.


თუ თქვენ ამ პროცედურას ჩაიტარებთ, სისხლძარღვების კედლები 70%-ით გასუთავდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ დაგემართებათ ინსულტი, ინფარქტი და ათეროსკლეროზი.


18
86904
21-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
86904
  
2022, 18 დეკემბერი, 13:52
უნდა აუცილებლად ადუღებული წყალი დაასხა რომ სოდა ჩაქრეს/აშიშხინდეს! ისე ერანარი ეფექტი არ აქვს და კუჭსაც დაგიზიანებს
2018, 15 ოქტომბერი, 22:22
მიიღეთ რუსული სოდა.ქართული არაა ეფექტური.
2018, 15 ოქტომბერი, 22:19
უნდა დალიოთ საჭმლის ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დილა და საღამოს.60 გრადუსამდე უნდა გათბეს. ცივი არ დალიოთ უშედეგოა.
2018, 15 ოქტომბერი, 22:14
რეკომენდაციას გაძლევთ. ჩემ თავზე გამოვცადე ერთი წლის უკან. ვსვამდი სამი თვე. კარგია ორგანიზმისთვის.
2018, 11 სექტემბერი, 23:55
მე ვსვი 2 თვე.. აი ასე მომზადებულს :
1 ჩაის კოვზს უნდა დაასხათ მდუღარე წყალი, სოდა რომ აბუჟბუჟდება და ჩაიწვება მერე დაასხით იმდენი ცივი წყალი რომ არ გაგიცივდეთ. ცხელი მდგომარეობაში უნდა დალიოთ.. მე უზმოზე ვსვავდი, ჭამამდე 30 წითით ადრე. ესაა სწორი დოზირება .
ასე მომზადებული ერთი ჩ/ჭ უნდა დალიოთ
2018, 4 ივნისი, 15:35
გთხოთ გამცეთ პასუხი თუ რამდენი ხანი შეიძლება სოდის დალევა....მკურნალობის კურსი რამდენხანს გრძელდება.და თუ შლის მკერდში ჯირკვლებს.....
2018, 21 იანვარი, 21:01
წყაროში, საიდანაც ითარგმნა სტატია, სამწუხაროდ კურსის ხანგრძლივობაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა YouTube -ზე პროფესორის გადაცემები შეგიძლიათ ნახოთ, სადაც ამბობს, რომ სოდა შეგვიძლია მთელი ცხოვრების მანძილზე მივიღოთ ყოველდღიურად- დაიწყეთ მცირე დოზებით 1/4 ჩ. კ. და ნელ-ნელა გაზარდეთ. უზმოზე უფრო კარგია, თუმცა ხანდაზმულებს ურჩევს დღეში 3-ჯერ მიიღონ ( დღიური ნორმა 1 ს. კ.) დაასხით მდუღარე, რომ ჩაიწვას, შემდეგ თითქმის ცხელი სახით უნდა მიიღოთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!
2017, 7 ნოემბერი, 2:09
რაც ჯანმრთელობას შეეხება იმაზე მაინც წერეთ დაზუსტებით, არავოთარ შემთხვევაში არ შეიძლება 1 სუფრის კოვზი, 1 ჩაის კოვზი უნდა და უნდა დაასხათ მდუღარე წყალი, სოდა რომ აბუჟბუჟდება და ჩაიწვება მერე დაასხით ციბი წყალი და დალიეთ, თბილზე ჩპტა უფრო ცხელი.. მე უზმოზე ვსვავ, ჭამამდე 30 წითით ადრე..
2017, 24 მაისი, 15:36
თუ კუჭთან და პანკრეასთან დაკავშირებით ამ სახის პრობლემები გაქვთ, ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღოთ აღნიშნული საშუალება. მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ სტატიაში, რომელიც
ვთარგმნე, არაფერი იყო ნათქვამი, შესაბამისად, ეს საკითხიც თერაპევტთან გაარკვიეთ. ჯანმრთელობას გისურვებთ!
2017, 24 მაისი, 12:22
კუჭი და პანკრიასი მაწუხებს მაქვს მაღალი მჟავიანობა. პირში საშინელი მწარე გემო მაქვს, საჭმლის ჭამის შემდეგ სიმძიმეს გვრძნობ, დილით ადე ვგრნობ კუჭის არეში ძლიერ ტკივილს, როგორ მოვიქცე რამდენ ხანი უნდა მივიღო სოდიანი წყალი.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10