x
რუსეთის სამხრეთში მორიგი სამხედრო სწავლება დაიწყო

imageრუსეთის სამხრეთში მორიგი სამხედრო სწავლება დაიწყო. როგორც "ბიბისი", რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქზე დაყრდნობით იტყობინება, მანევრებში 1 200 სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ტექნიკის 250 ერთეული მონაწილეობს, მათ შორის 2 გამანადგურებელი ბომბდამშენი, "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები და თვითმავალი ჰაუბიცები.
როგორც სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, მოულოდნელი განგაშის გამოცხადებით, მოტომსროლელებმა სტავროპოლის მხარიდან ვოლგოგრადის ოლქში მდებარე პოლიგონზე 550 კილომეტრიანი მარს-ნახტომი შეასრულეს, რომლის დროსაც პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო იერიში და პირობითი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის თავდასხმა მოიგერიეს.
ნატო-ს მონაცემებით, 2015 წელს რუსეთს 4 000 სამხედრო სწავლება აქვს დაგეგმილი, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაგეგმილ სწავლებებზე ათჯერ უფრო მეტია.

0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0