x
მექასთან დაღუპულთა რაოდენობამ 720-ს გადააჭარბა

imageსაუდის არაბეთში, ქალაქ მექასთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 720-ს გადააჭარბა. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.
როგორც "ბიბისი" საუდის არაბეთის ეროვნული თავდაცვის სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, ტრაგიკული ინციდენტი ქალაქ მექადან 5 კილომეტრში მდებარე მინას ხეობაში მაშინ მოხდა, როცა მორწმუნეები ე.წ. ეშმაკის ჩაქოლვის რიტუალში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს 4 000 მაშველი და ექიმი, მობილიზებულია სამაშველო ტექნიკის 220 ერთეული.
მუსლიმთა მომლოცველობის - ჰაჯის დროს ტრაგიკული ინციდენტები ადრეც მომხდარა. 2006 წელს, ჭყლეტის დროს 360-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 1994 წელს ჭყლეტას 270 ადამიანი ემსხვერპლა, 1990 წელს კი - 1426.

0
123
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0