x
„ისლამურმა სახელმწიფომ“ რუსული ავიალაინერის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღო

imageტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლობამ ეგვიპტეში რუსული ავიალაინერის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება.
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სინაის ნახევარკუნძულის თავზე რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი A321, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

1
211
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
211
  
2015, 5 ნოემბერი, 0:52
უბრალო ხალხი მაინც ცოდოა თორემ ისე ცოდვებმა უწიათ.
0 1 1