x
ანკარის ტერაქტთან დაკავშირებით თურქეთში 50 უცხოელი დააკავეს

imageთურქეთის პოლიციამ სტამბულში, ანტიტერორისტული რეიდის ფარგლებში, რაც 10 ოქტომბერს ანკარაში განხორციელებულ ტერაქტს უკავშირდება, 50 უცხოელი დააკავა. ამის შესახებ გამოცემა "Hurriyet" იუწყება.
ამ დროისთვის დაკავებულთა ეროვნება არ სახელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები ერაყსა და სირიაში გადასვლას გეგმავდნენ, რათა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებულიყვნენ.
10 ოქტომბერს, თურქეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების შედეგად, რაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, 100-მდე ადამიანი დაიღუპა.

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0