x
ამირან გიორგაძის საქმის გამოძიება მისი გარდაცვალების მიუხედავად გაგრძელდება

imageქართველი ბიზნესმენის, ამირან გიორგაძის საქმის გამოძიება მისი გარდაცვალების მიუხედავად გაგრძელდება. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.
"გამოძიება არ შეწყდება, სანამ არ დადგინდება ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოება და მიზეზი", - განაცხადა მარკინმა.
სამართალდამცველებმა ამირან გიორგაძის ცხედარი კრასნოგორსკის რაიონის ერთ-ერთ კერძო სახლში აღმოაჩინეს. წინასწარი იფორმაციით, ის 19 ოქტომბერს, მკვლელობების შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიების თანახმად, გიორგაძემ კრასნოკორსკის ადმინისტრაციის უფროსი იური კარაულოვი და კრასნოგორსკის ელექტროქსელების უფროსი გიორგი კოტლიარენკო, კარაულოვის კაბინეტში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. წინასწარი მონაცემებით, მათ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ. კონფლიქტი კი იმის გამო მოხდა, რომ ქართველ ბიზნესმენს ობიექტების მშენებლობაზე სახელმწიფო შეკვეთებს აღარ აძლევდნენ. მკვლელობის შემდეგ გიორგაძე მძღოლთან ერთად ადგილიდან მიიმალა, გზაში კი კიდევ ერთი ადამიანი მოკლა. გიორგაძის სახლის ჩხრეკისას, სამართლდამცველებმა მისი კომპანიონის - ტრისტან ზაქაიძის ცხედარი აღმოაჩინეს.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0