x
ირანის სასულიერო ლიდერმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

imageირანის სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
წერილში, რომელიც ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის სახელზეა გაგზავნილი, ჰამენეი შეთანხმების პირობების შესრულების ბრძანებას გასცემს. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ მკაფიო განცადება უნდა გააკეთონ.
ირანმა და ე.წ. "ექვსეულმა" ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას ვენაში 14 ივლისს მიაღწიეს.

0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0