x
რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზის გახსნას არ გამორიცხავს

imageრუსეთი სირიაში სამხედრო ბაზის გახსნას არ გამორიცხავს. ამის შესახებ რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვმა "კომსომოლსკაია პრავდა"-სთან საუბარში განაცხადა.
"ეს იქნება ერთიანი ბაზა საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო კომპონენტით", - აღნიშნა მან. კარტაპოლოვის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე დარტყმების განსახორციელებლად, მოსკოვმა შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული ხომალდებიც გამოიყენოს.
ამასთანავე, რუსეთის გენშტაბის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსი სახმედროები სირიაში სახმელეთო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ანდრეი კარტაპოლოვის მონაცემებით, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რაოდენობა 30 000-დან 80 000-მდეა. როგორც რუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, 30 სექტემბრიდან რუსულმა ავიაციამ სირიაში 600 გაფრენა განახორციელა და "ისლამური სახელმწიფოს" 380 ობიექტზე იერიში მიიტანა.

0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0