x
აშშ ავღანეთში დისლოცირებული კონტინგენტის რაოდენობას 2016 წლის ბოლომდე არ შეამცირებს

imageაშშ ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული კონტინგენტის რაოდენობას 2016 წლის ბოლომდე არ შეამცირებს. სააგენტო "ესოშიეითედ პრესის" ცნობით, მომავალი წლის ბოლომდე ავღანეთში 9 800 ამერიკელი სამხერო მოსამსახურე დარჩება, რის შემდეგაც კონტინგენტი 5 500 სამხედრომდე შემცირდება.
თავდაპირველად, ავღანეთში მხოლოდ მცირე კონტინგენტის დატოვება იგეგმებოდა, თუმცა, ამერიკელი სამხედროები აცხადებდნენ, რომ "თალიბანის" მხრიდან მზარდი საფრთხეების ფონზე ავღანეთის არმიის დახმარება აუცილებელია.
როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა შესაბამის განცხადებას დღეს გააკეთებს.

0
33
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0