x
გერმანიამ სამიგრაციო კანონმდებლობა გაამკაცრა

imageოპოზიციისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან მკვეთრი კრიტიკის მიუხედავად, გერმანიის ბუნდესტაგმა კანონთა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც სამიგრაციო კანონმდებლობა გამკაცრდა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, აღნიშნული კანონმდებლობის გამკაცრებას მხარი 475-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 68 იყო.
ბუნდესტაგის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, გერმანიიდან დაჩქარებულად გაასახლებენ იმ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყნისგან თავშესაფარს ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მოითხოვენ. დევნილებს, ვისაც გერმანიაში ყოფნის ვადა ამოეწურება, ქვეყნიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაასახლებენ.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, პირველადი გადანაწილების ადგილებში მყოფ დევნილებს ფინანსური დახმარება შეძლებისდაგვარად შეეცვლებათ სოციალურით

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0