x
თურქეთმა შესაძლოა, ევროკავშირისგან შეღავათები მიიღოს

imageთურქეთმა ევროკავშირისგან, შესაძლოა, გარკვეული შეღავათები მიიღოს, მათ შორის შენგენის წევრ სახელმწიფოებში უვიზო მიმოსვლის კუთხითაც. "ბიბისის" ინფორმაციით, თურქეთს შეღავათები მიგრანტებთან დაკავშირებით თანამშრომლობის შედეგად დაუწესდება.
მედიასაშუალება წერს, რომ ევროპელი კომისრები თურქეთში მიემგზავრებიან, რათა თურქულ მხარესთან განიხილონ შეთანხმების პროექტი, მიგრანტებთან დაკავშირებით ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმების გაფორმება 15 ოქტომბერს იგეგმებოდა, რასაც ხელი შეუშალა ანკარაში რამდენიმე დღის წინ მომხდარმა ტერაქტებმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, თურქეთი შეღავათებს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი აღნიშნული ქვეყანა რეალურად შეუწყობს ხელს მიგრანტთა ნაკადის შემცირებას. მისი განცხადებით, 2016 წლის გაზაფხულზე ევროკავშირი მიგრანტების კიდევ უფრო დიდ ნაკადს ელოდება.

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0