x
"მის იტალია 2015"-ის გამარჯვებულმა განცხადების გამო საზოგადოების რისხვა გამოიწვია

image20 სექტემბერს "მის იტალია 2015"-ის დროს, კონკურსანტმა ალიჩე საბატინიმ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია.
ფინალის დროს ჟიურის ერთ-ერთი წევრის კითხვაზე, რომელ ეპოქაში ისურვებდა ცხოვრებას, ლამაზმანმა უპასუხა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრებას ისურვებდა. "ვისურვებდი 1942 წელს მეცხოვრა, რომ მეორე მსოფლიო ომი საკუთარი თვალით მენახა. ბევრ წიგნშია ამის შესახებ მოთხრობილი, მაგრამ ვისურვებდი ეს ემოციები რეალურად განმეცადა. ჯარში მაინც არ გამიწვევდნენ, მე ხომ ქალი ვარ" - თქვა გოგონამ.

ბევრმა იტალიელმა საბატინის პასუხი შეურაცხმყოფელად ჩათვალა ქალებისთვის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ და დაიღუპნენ. თუმცა, როგორც ჩანს ალიჩეს პასუხმა მისი სილამაზე ვერ დაჩრდილა, რადგან გამარჯვებულად სწორედ ის გამოცხადდა.


0
132
4-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0