x
image
worldsport.ge
“ოლ სტარი” დასავლეთმა მოიგო

imageგამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს “დასავლეთის 12 და აღმოსავლეთის ამდენივე საუკეთესო მოთამაშე დაუპირისპირდა. “ოლ სტარი”, რა თქმა უნდა, სანახაობაა და კალათბურთელებმაც მრავალი ეფექტური მომენტი შემოგვთავაზეს. მატჩის ყველაზე უძვირფასესი მოთამაშე (MVP) დასავლეთის გუნდის წევრი რასელ ვესტბრუკი გახდა, რომელმაც გუნდს 26 წუთში, 41 ქულა 6 მოხსნა 3 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. ვესტბურკი კარიერაში პირველად გახდა “ოლ სტარის” საუკეთესო მოთამაშე. რასელს მხოლოდ 1 ქულა დააკლდა “ოლ სტარების” რეკორდის გასამეორებლად. ყველა ვარსკვლავის თამაშების ისტორიაში ყველაზე მეტი 42 ქულა უილტ ჩემბერლენს აქვს ჩაგდებული.
“დასავლეთი” – “აღმოსავლეთი” 163:158 (47:36, 36:46, 39:40, 41:36)
“დასავლეთი”: ვესტბრუკი (41 ქ. 5 მ. 3 ჩ. 1 პ.), ჰარდენი (29 ქ. 8 პ. 8 მ.), ოლდრიჯი (18 ქ.), კარი (15 ქ. 4 პ. 9 მ.), კაზინსი (14 ქ. 7 მ.), პოლი (12 ქ. 15 პ.), ლილარდი (11 ქ.), ტომპსონი (7 ქ. 6 პ.), მ. გასოლი (6 ქ.), ნოვიცკი (5 ქ.), დურანტი (3 ქ.), დანკანი (2 ქ.)
“აღმოსავლეთი”: ჯეიმსი (30 ქ. 7 პ. 5 მ.), კორვერი (21 ქ.), უოლი (21 ქ. 7 პ.), ენტონი (14 ქ. 7 მ.), ტიგი (14 ქ.), ირვინგი (11 ქ. 5 ქ.), პ. გასოლი (10 ქ. 12 მ.), ლოური (10 ქ.), ბოში (10 ქ.), ჰორფორდი (8 ქ.), ბატლერი (6 ქ.), მილსაპი (5 ქ.)




ლაშა ქოიავა

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0