x
image
worldsport.ge
ზაზას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

imageზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” ლებრონ ჯეიმსის “კლივლენდ კავალიერსთან” საშინაო მატჩი 90:108 წააგო, ქართველ ცენტრს კი მორიგ ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
პირველი ტაიმის კვალად მილუოკელები მეტოქეს 9 ქულის სხვაობით ამარცხებდნენ, შესვენების შემდეგ კი ლებრონი და მისი თანაგუნდელები შეუჩერებელნი გახდნენ. საბოლოოდ, ჯეიმსმა 28 ქულა, 10 მოხსნა, 6 პასი და 5 ჩაჭრა მიითვალა, ჯეი არ სმიტმა 9-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და თავი 23 ქულას მოუყარა, კაირი ირვინგმა კი 20 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება ფაჩულიას, ის მოედანზე 30:36 წუთის განმავლობაში იყო და 11 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ზაზამ 7-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 4-ჯერ დაჯარიმდა.
“კლივლენდის” მაისურით ცენტრის პოზიციაზე რუსი ტიმოფეი მოზგოვო თამაშობდა, რომელმაც ფაჩულიასთან პაექრობის პირობებში 22:13 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
“ბაქსს” ზედიზედ მე-6 მარცხის კვალად 36 წაგება მოუგროვდა (34 გამარჯვების წილ) და ცენტრალურ დივიზიონში მე-3 ადგილზე რჩება, მთლიანად კონფერენციაში კი მე-6 პოზიციაზეა. მილუოკელები მომდევნო მატჩს 25 მარტს ერთ-ერთ მდევარ “მაიამი ჰითთან” ჩაატარებენ.



www.worldsport.ge

0
27
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0