x
image
worldsport.ge
ფაცაციას 19-მა ქულამ “დნიპროაზოტს” თასზე მოაგებინა

imageუკრაინის თასის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრაში ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტმა” ლვოვის “პოლიტექნიკა-გალიჩინა” 75:72 დაამარცხა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო.
ფაცაციამ, რომელიც ბოლო პერიოდია დნიპროძერჟინსკელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცა, ამჯერად, 19 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
ის, გააგრძელებს თუ არა “დნიპროაზოტი” სათასო ბატალიებში მონაწილეობას, იმავე “პოლიტექნიკა-გალიჩინას” და “ნიკოლაევის” მატჩზეა დამოკიდებული. ფაცაციას კლუბი მომდევნო რაუნდში ლვოველთა გამარჯვების შემთხვევაში გავა.
რაც შეეხება უკრაინის ჩემპიონატს, აქ “დნიპროაზოტს” მომდევნო მატჩები ქვეყნის დასავლეთ ნაწილშიელის. 13 დეკემბერს დნიპროძერჟინსკელები ივანო-ფრანკოვსკში “გოვერლას” ეთამაშებიან, 15-ში კი – ლვოვში ისევ “პოლიტექნიკა-გალიჩინას”.
ამ დროისთვის, “დნიპროაზოტს” ექვსივე შეხვედრა წაგებული აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

www.worldsport.ge

0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0