x
image
worldsport.ge
სერგო ათუაშვილი დაქორწინდა

imageყველა დროის ყველაზე მაღალი ქართველი კალათბურთელი, 225 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრალური თავდამსხმელი სერგო ათუაშვილი ქართველ დიპლომატ მედეა ედიშერაშვილზე დაქორწინდა, რომლის სიმაღლე 179 სანტიმეტრია.
შეგახსენებთ, რომ სერგომ 2012-13 წლების საკალათბურთო სეზონი ლიტვაში დაიწყო, ირანში გააგრძელა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე “სოხუმში” დაასრულა.
როგორც ირანში, ასევე საქართველოში ათუაშვილმა, რომელიც ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ ქვეყნის უპირველესი გუნდის წევრობის კანდიდატთა გაფართოებულ სიაში შეიყვანა, კარგი თამაშით გამოიჩინა თავი.
“მსოფლიო სპორტი” სერგოს და მედეას ულოცავს გაბედნიერებას, უსურვებს ჯანმრთელობას, მრავალშვილიანობას, დიდხანს სიცოცხლეს და ყოველივე კარგს ცხოვრებაში.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
269
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0