x
image
worldsport.ge
"ბორჯღალოსნები" ტონგასთან ვერაფერს გახდნენ

imageსაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტესტ-მატჩი ტონგას წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 9:23 დამარცხდა.
მილტონ ჰეიგის დამოძღვრილი "ბორჯღალოსნები" ოკეანისგაღმელებთან ვერაფერს გახდნენ. მართალია პირველი ტაიმი საქართველომ მერაბ კვირიკაშვილის მიერ ზუსტად შესრულებული ჯარიმების წყალობით 6:3 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარი ტონგას სრული უპირატესობით წარიმართა - 20:3.
დღევანდელ მატჩში საინტერესო მოვლენა დაფიქსირდა. შეხვედრის 63-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა პასკალ გოზერიმ ვიდეორეფერი მოითხოვა. ეს ფაქტი ქართული რაგბის ისტორიაში შევიდა. აქამდე ვიდეორეფერი საქართველოში არ გამოუყენებიათ.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მომდევნო ტესტ-მატჩს 16 ნოემბერს ირლანდიაში "ავივა სთედიუმზე" ადგილობრივ ნაკრებთან გამართავს, ხოლო 23 ნოემბერს "მიხეილ მესხზე" იაპონიას დაუპირისპირდება.


გიორგი ბალახაძე

www.worldsport.ge

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0