x
image
worldsport.ge
ცინცაძე მოედანს დაუბრუნდა

imageტრავმის მოშუშების შემდეგ, მაკედონიური “სკოპიეს” რიგებს დაუბრუნდა ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში მაკედონიელები სლოვენიურ კრკა-ს ესტუმრნენ და 52:85 განადგურდნენ.
ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 15 წუთი გაატარა და 1 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. ცინცაძემ ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“სკოპიეს” 2 მოგება და 3 მარცხი აქვს და 14-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა. ცინცაძის კლუბს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო მატჩი 2 ნოემბერს შინ ხორვატიის “ცედევიტასთან” ელის.
მანამდე, 29 ოქტომბერს, სკოპიელები მაკედონიის ჩემპიონატში თანაქალაქელ “ვოდვანსკი ლისიცის” გაეჯიბრებიან.

www.worldsport.ge

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0