x
image
worldsport.ge
გორტატის ცხოვრების საუკეთესო მომენტი

image“ვაშინგტონ უიზარდსმა” პოლონელ ცენტრ მარჩინ გორტატთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. გარიგების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ხუთწლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც ევროპელი კალათბურთელი 60 მილიონს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გორტატი “უიზარდსის” რიგებში გასული წლის ოქტომბერში “ფინიქსიდან” გაცვლის შედეგად გადაბარგდა. წინა სეზონში 30 წლის ცენტრმა 81 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მონაგარი კი 13.2 ქულა, 9.5 მოხსნა და 1.7 პასი იყო.
“ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტია”, - განაცხადა გორტატმა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ.



დათო მანჯავიძე

www.worldsport.ge

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0