x
image
worldsport.ge
დამიენ ლილარდი NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა

imageმას შემდეგ, რაც NBA-ში მოასპარეზე “პორტლენდის” უკანახაზელმა დამიენ ლილარდმა კომპანია “ადიდასთან” 10-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის განმავლობაშიც 100 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. იგი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდა.
აღნიშნული კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ლილარდი NBA-ს მხოლოდ ორ ვარსკვლავს, დერიკ როუზს (“ჩიკაგო ბულზი”) და ლებრონ ჯეიმსს (“მაიამი ჰითი”) ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ როუზმა 13 წლის განმავლობაში “ადიდასისგან” 185 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს, ხოლო ჯეიმსის ყოველწლიური შემოსავალი 20 მილიონ დოლარს შეადგენს.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
33
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0