x
სამხედრო ტურიზმი ტაილანდში

სამხედრო ტურიზმი ისტორიული ბრძოლების ადგილების, სამხედრო ობიექტებისა და პოლიგონების, სამხედრო და წყალქვეშა გემების დათვალიერებას, სამხედრო ტექნიკით გასეირნებას, იარაღიდან სროლას, წვრთნებში მონაწილეობას მოიცავს. აქვე შეიძლება დაემატოს საკონცენტრაციო ბანაკების, ციხეების (მაგ., ალკატრასი) მონახულება. იშვიათია, მაგრამ შესაძლოა ცოცხალ ადამიანებზე ნადირობა სამხედრო მოქმედებების ზონაში. ბუნებრივია, ეს უკანასკნელი ღიად არ ცხადდება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქმედება, რომელიც სამხდერო ტურიზმს ახასიათებს კარგადაა “განვითარებული” ტაილანდში და, შესაბამისად, მეც ამ ქვეყნის მაგალითზე განვიხილავ სამხდრო ტურიზმს.
ე.წ. “სამხედრო ტურიზმი” ისტორიულად მხოლოდ ნოსტალგია იყო ან
პატივიცემის გამოხატვა იმ ადგილისადმი, სადაც დიდი სამხედრო სისხლისღვრა მოხდა. დეკადების განმავლობაში ტურისტები ნორმანდიის სანაპიროს აწყდებოდნენ, რათა უშუალოდ თანამონაწილენი გამხდარიყვნენ იმ მოვლენებისა, რომლებმაც დღევანდელობის ფორმირება გამოიწვიეს. დღეს, კი შრი-ლანკის
სამხედრო-რეაქტიული თვითმფრინავების გადამზიდის დაქირავებაც შეგიძლიათ სხვადასხვა ღონისძიებებისათვის.
მართალია, ასეთი მოქმედებები საინტერესო და მხიარული იყო, მაგრამ მაინც წარსულში დარჩა. დღეს სურათი შეცვლილია.
სამხედრო ტურიზმი დღეს ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა
არალეგალურობის ელემენტების არსებობა შეიმჩნევა. სამხრეთ აზიის ვიზიტორებს არ გაუჭირდებათ “ბიზნესზე ორიენტირებული” სამხედროს პოვნა, რომელიც მათ მიაქირავებს რაკეტის სატყორცნ აპარატს ან ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს. ტურისტებს აღარ სჭირდებათ მოტყუება ტანკის ტარებისაგან ან იარაღით სროლისგან ადრენალინის მისაღებად. მათ თავისუფლად შეუძლიათ დაიქირავონ
სამხედრო გემიც კი.
ტაილანდის არმიას სპეციალური სამხედრო ტურისტული პროგრამა აქვს ტურისტებისათვის. ეს პროგრამა ვიზიტორებს სამხედრო თავგადასავლებს სთავაზობს 60-ზე მეტ სამხედრო ბაზაზე. კონცეფცია საკმაოდ მარტივია – მონაწილეები პირველ რიგში ეუფლებიან ბანაკის გაშლის ხელოვნებას, შემდეგ სწავლობენ M16-დან სროლას, პარაშუტით ხტომასა და ტანკის ტარებასაც კი.
ზოგიერთი პროგრამა კი თქვენი სიჯანსაღის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და გასწავლიან თუ როგორ უნდა გადარჩეთ ველურ გარემოში, თუნდაც მწერების ჭამა მოგიწიოთ.
რამდენიმე წლის წინ უკრაინამაც დაიწყო მსგავსი პროგრამის განხორციელება თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით. თანამდებობის პირები ნებას გრთავენ ატაროთ ნებისმიერი რამ ან გაისროლოთ ნებისმიერი იარაღიდან თუ მზად ხართ, რომ შესაბამისი თანხა გადაიხადოთ. ტურისტებს მოუწევთ საათში 8500 დოლარის გადახდა, თუ სურთ, რომ MIG-29 წაიყვანონ,
ან შედარებით იაფად, ტანკი მართონ 6, 5 კილომეტრზე საათში 400 დოლარად.
მსოფლიო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დადგა საკითხი მსგავსი
პროგრამების გაუქმების შესახებ, თუმცა, იმდენად სერიოზული გამოხმაურება არ მოჰყოლია, რომ მართლაც შეეწყვიტათ აღნიშნული პროგრამები და იდეა იდეადვე დარჩა.
საინტერესო ფაქტია ის, რომ ყოველ წელს ამერიკის სამხედრო საზღვაო ფლოტის მეზღვაურები ჩადიან ტაილანდში, რათა შეისწავლონ ველურ გარემოში გადარჩენის წესები.
არაა გასაკვირი, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტურიზმისათვის არაკანონიერი გზებით მოგზაურობაა დამახასიათებელი.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმაც და ტურისტებმა იციან სულ მცირე ერთი ადამიანი, ვინც მიაქირავებს მათ ტვყიამფრქვევსა თუ ნებისმიერი სახის იარაღს, რომელსაც მოისურვებენ. თუმცა, 1997 წლიდან ტაილანდის სამეფო არმიამ დაიწყო თანამშრომლობა ტაილანდის ტურიზმის ორგანიზაციასთან, რათა განევითარებინათ პროგრამა, რომელიც სამოქალაქო პირებს უფლებას მისცემდა
დამტკბარიყვნენ სამხედრო ცხოვრებით ლეგალურად.
ზემოთ აღნიშნული სპეციალური პროგრამა რამდენიმე ეტაპისაგან შედგება: გასწავლიან როგორ გადარჩე, როგორ ატარო ტანკი, ჩაგიტარებენ გაკვეთილებს მიზანში სროლაში, იფრენთ ვიეტნამის ომის დროინდელ თვითმფრინავით, დაათვალიერებთ სამხედრო მუზეუმს, მოინახულებთ “იტის” ბაზას, ეწვევით ჯესადას ტექნიკისა და ტაილანდის სამეფო სამხედრო საჰაერო არმიის მუზეუმებს. განვიხილოთ, თუ რას მოიცავს თითოეული მათგანი.
1. ისწავლე, თუ როგორ გადარჩე
ტაილანდის ბევრ სამხედრო ბაზაზე ვიზიტორებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა გადარჩნენ ჯუნგლებში, ველურ გარემოში, რომელი ხოჭოებია საჭმელად უსაფრთხო, როგორ უნდა მოკლა გველი, რომ შემდეგ მისი სისხლი დალიო.
ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ტაილანდის სამეფო არმიასთან
თანამშრომლობს, არის რეინჯერთა საწვრთნელი ჯგუფი. ისინი უცხოელებს სპეციალურ კურსებს სთავაზობენ ლოპბურის არმიის სპეციალური სამხედრო მომზადების ბაზაზე, ბანგკოკიდან ჩრდილოეთით რამდენიმე საათის სავალზე. ინტენსიური
ერთკვირიანი მომზადების კურსი მოიცავს სწავლებას შემდეგი მიმართულებებით: ბაგირზე გავლა, პირველადი დახმარება, იარაღის გამოყენება, ხაფანგებისა და მახეების დაგება, პარაშუტით ხტომა.
2. ტანკის მართვა
ტურისტებს შეუძლიათ ესტუმრონ ფორტ ედისორნ კალვარის ცენტრს სარაბურის ისაანის პროვინციაში, რათა დაათვალიერონ ტაილანდის რესტავრირებული ტანკების კოლექცია. ხოლო, თუ მცირე გასამრჯელოს გადაიხდიან, ტურისტები შეძლებენ მსუბუქად შეიარაღებული რენოს ტანკით გაისეირნონ მზესუმზირის
მინდვრებში. ფრანგული ტანკები უკვე 80 წლისაა, მაგარამ მაინც კარგ
ფორმაშია.
3. გაკვეთილი მიზანში სროლაში
200 ბატზე (ფულის ერთეული ტაილანდში) მცირე თანხით ტურისტებს შეუძლიათ ისწავლონ იარაღიდან სროლა ჩულაჩომკლაოს სამეფო სამხედრო აკადემიაში, რომელიც ბანგკოკიდან 140 კილომეტრზეა ჩრდილო-აღმოსავლეთით. მონაწილეები ან 9 მილიმეტრიანი პისტოლეტიდან ან 45 კალიბრიანი რევოლვერიდან ისვრიან. ჯარისკაცი ეტაპობრივად ასწვლის ტურისტებს, თუ როგორ უნდა დატენონ, შემართონ და გაისროლონ იარაღი. მუყაოს სამიზნე კი მათი სიზუსტის ანგარიშს უჩვენებს.
ყურის დაცვის უზრუნველყოფა მოწესრიგებულია მათ მიერ, თუმცა
მონაწილეებს ევალებათ თვითონ მიიტანონ დამცავი სათვალე. ზოგიერთი ტურისტისათვის ენის ბარიერი ცოტა დამაბრკოლებელი იყო, მაგრამ მათი განცხადებით, მთავარია, რომ იარაღი ეჭირათ.
ამავე ბაზაზე ტურისტებისათვის სხვა აქტივობებიცაა: ველოსიპედის მართვა, პეინტბოლი, კაიაკინგი (ექსტრემალური სპორტის სახეობა მდიანრეზე), ლაშქრობები და ბაგირზე გავლა.
4. ვიეტნამის ომის დროინდელი თვითმფრინავებით ფრენა
კლონგ 15 – საფრენი კლუბი, რომელიც ბანგკოკიდან 1 საათის სავალზეა ჩრდილოეთით, ფლობს და ექსპლოატაციას უწევს ყოფილ სამხედრო თვითმფრინავს Cessna L-19 “Bird Dog”-ს, რომელიც 1949-1962 წლების ვიეტნამის ომში გამოიყენეს.
ესკადრილიის ლიდერთან ერთად ფრენა ტურისტებს 1 საათი დაუჯდებათ 10 000 ბატი. გამოიყენებოდა რა ეს თვითმფრინავი მოწინააღმდეგის არმიაში, მას აქვს 360 გრადუსიანი
თვალთახედვის არე უკანა პანორამული ფანჯრის მეშვეობით. ამ ფანჯრიდან ტურისტებს შეუძლიათ ტაილანდის ბუნებას სურთებიც კი გადაუღონ.
5. სამხედრო მუზეუმებისა და გამოფენების დათვალიერება
თუ ტურისტები უფრო მეტად პასიურ დასვენებას ამჯობინებენ, მათთვის სამხედრო გამოფენები ეწყობა და ასევე შეუძლიათ სამხედრო მუზეუმს ესტურმონ.
6. “იტის ბაზა”
პეჩაბუნის ჩრდილოეთ პროვინციაში არის მსუბუქი არტილერიის ავანპოსტი, რომელიც ცნობილია, როგორც “იტის ბაზა”. ეს სახელი ამ ბაზას ჰქვია პოლკოვნიკ იტი სიმალაქსის საპატივსაცემოდ, რომელმაც ტაილანდი დაიცვა საბჭოთა ამბოხებულებისაგან. ამ ბაზაზე არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სამხედრო შეიარაღება, F-5 ტიპის თვითმფრინავები, ტანკები და ცეცხლსასროლი იარაღები. შესვლა 10 ბატი დაუჯდებათ ტურისტებს.
7. ჯესადას ტექნიკის მუზეუმი
წლების განმავლობაში, ავტომობილების მოყვარულმა და ტაილანდელმა ბიზნესმენმა ჯესადა დეშსაკულრიტმა (Jesada Deshsakulrith) შეაგროვა მანქანების, თვითმფირნავების, ვერტმფრენებისა და ავტობუსების უზარმაზარი კოლექცია. მის “მუზეუმში” შესვლა უფასოა. აქ ტურისტებს შეუძლიათ ნახონ
იშვიათი სამხედრო შეიარაღება და ტრანსპორტი, მათ შორის, Sikorsky S-58 Choctaw, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო ვერტმფერნი.
8. ტაილანდის სამეფო საჰაერო ძალების მუზეუმი
ტაილანდის ავიაციის ფართო კოლექცია დონ მუანგის აეროპორტის (ბანგკოკი) სამხედრო ზონაშია. ტაილანდის სამეფო საჰაერო ძალების მუზეუმი ყველასთვის ღიაა. ეს მუზეუმი ინახავს ტაილანდისათვის მეტად პატივსაცემ და მნიშვნელოვან თვითმფირნავებს, როგორებიცაა Boripatra, Spitfire და Corsair.
საბოლოოდ, მინდა აღვნიშნო, რომ, როგორც ვხედავთ, ტაილანდი ტურიზმის ამ სპეციალიზებულ სახეობიდან ფართო არჩევანს სთავაზობს ტურისტებს და ყველანაირი გემოვნების ვიზიტორზეა გათვლილი. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე შეიარაღება ძალიან განვითარებულია და სამხედრო ტურიზმის “სერვისები” ადრე არალეგარული გზით მიიღწეოდა, დღეს კი კანონიერი გახდა,
ექსტრიმისა და თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს საშუალება ეძლევათ ზედმეტი თანხებისა და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ სიამოვნება სამხედრო ტურიზმისგან. ცხადია, ამგვარი წინსვლა ტურიზმის მოცემულ სახეობას უფრო მოქნილს გახდის, რაც ნამდვილად მისასალმებელია.

0
116
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გელეტაშვილი
მარიამ გელეტაშვილი
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0