x
დარწმუნების წესები და საშუალებები
თითოეული ადამიანისათვის მნიშვნელოვანია თავისუფლად შეეძლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება, თუმცა, საჯარო გამოსვლას ყოველთვის ახლავს თან ნერვიულობა, შესაბამისად, სიტყვით გამოსვლისას სასარგებლო იქნება თუ გავითვალისწინებთ დარწმუნების უკვე დადგენილ წესებსა და საშუალებებს. თუმცა, უშუალოდ მათ შესახებ სანამ მოგახსენებდეთ, საჭიროდ ვთვლი, ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რა არის საჯარო გამოსვლა.

საჯარო გამოსვლა არის საუბრის პროცესი ან ლექციის წაკითხვა ადამიანთა ჯგუფისათვის სტრუქტურირებული, მიზანმიმართული მანერით, რომლის მიზანია აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდება, მათზე ზეგავლენა ან გართობა. საჯარო გამოსვლა ხშირად აღიქმება, როგორც საუბარი ინდივიდებსა და/ან აუდიტორიას შორის კომუნიკაციის დამყარებისათვის. ის მჭიდროდ უკავშირდება პრეზენტაიცას, თუმცა, ეს უკანასკნელი უფრო კომერციულ საქმიანობასთან ასოცირდება. ყველა დროის საჯარო გამოსვლა აუდიტორიის დარწმუნებაზეა ორიენტირებული. საჯარო გამოსვლას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ყველაზე ადრეული ტრენინგები საჯარო გამოსვლებში ძველ ეგვიპტეში ტარდებოდა. ორატორობის შესახებ პირველი ბერძნული ნაშრომი 2000 წლის წინაა დაწერილი, ეს ნაშრომი დაფუძნებულია ძველი ბერძენი ორატორების გამოცდილებასა და პრაქტიკაზე. ძველ საბერძნეთსა და რომში რიტორიკა საჯარო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იყო. თუ რომელიმე მოქალაქეს სურდა წარმატებული ყოფილიყო პოლიტიკის ან სასამართლო სფეროში, აუცილებლად უნდა დაუფლებოდა საჯარო გამოსვლის ტექნიკას. საჯარო გამოსვლის ხელოვნებას, ძირითადად, სოფისტები ასწავლიდნენ, რადგან ისინი იყვნენ საუკეთესო რიტორები. პლატონმა, სოკრატემ, არისტოტელემ საჯარო გამოსვლების თეორიები განავითარეს. სოკრატე: "თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, დააყენეთ ის მესამე ადგილზე, წაუმძღვარეთ ორი მოკლე თანამოსაუბრისათვის ადვილი კითხვა, რომელზეც ის ძალდაუტანებლად "დიახ"-ს გიპასუხებთ.

ახლა კი უშუალოდ გადავიდეთ იმ სასარგებლო რჩევებზე, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ჩვენი საჯარო გამოსვლა წარმატებული იყოს.

1. იცოდე შენი თემა (მასალა). აირჩიე შენთვის საინტერესო თემა. იცოდე იმაზე მეტი, ვიდრე მოხსენებაში გიწერია. გამოიყენე იუმორი, საკუთარი ისტორიები და სასაუბრო ენა - ამ გზით ადვილად არ დაგავიწყდება რისი თქმაც გინდოდა.


2. ვარჯიში!ვარჯიში!ვარჯიში! გაიმეორე ხმამაღლა ყველაფერი, რის თქმასაც აპირებ. გაიმეორე როგორც საჭიროა. იმუშავე, რათა გააკონტროლო შემავსებელი სიტყვები. ივარჯიშე ტაიმერით.

3. იცნობდე აუდიტორიას. მიესალმე აუდიტორიის წევრებს შემოსვლისას. გაცილებით ადვილია მეგობრებთან სიტყვით გამოსვლა ვიდრე უცნობებთან.

4. იცნობდე გარემოს (ოთახს). მიდი ადრე, გაეცანი იმ გარემოს, სადაც გამოსვლა მოგიწევს და იმუშავე მიკროფონითა და სხვა თვალსაჩინოებებით.

5. დაისვენე. დაიწყე აუდიტორიასთან მიმართვით. ამით დროს იგებ და მშვიდდები. გააკეთე პაუზა, გაიღიმე და დაითვალე სამამდე სანამ სიტყვით გამოსვლას დაიწყებდე. ნერვიულობის ენერგია გადაიტანე ენთუზიაზმში.

6. ცხადად წარმოაჩინე საკუთარი თავი სიტყვით გამოსვლისას. წარმოიდგინე შენი თავი საუბრის დროს, შენი ხმის ტემბრი. დააფიქსირე აუდიტორიის ტაში - ეს ხელს შეუწყობს თქვენს თვითდაჯერებულობას.

7. გაანალიზე, რომ ხალხს შენი წარმატება სურს. აუდიტორიას სურს, რომ შენი გამოსვლა იყოს საინტერესო, მასტიმულირებელი, ინფორმაციული და გასართობიც.

8. არ მოიხადო ბოდიში ნერვიულობის ან რაიმე პრობლემის გამო, რადგან შეიძლება ეს ვერც შეამჩნია აუდიტორიამ.

9. კონცენტრირებული იყავი მთავარ მესიჯზე. არ გაამახვილო ყურადღება შენს მღელვარებაზე, არამედ კონცენტრირდი აუდიტორიასა და შენს მთავარ სათქმელზე.

10. შეიძინე გამოცდილება. შენმა სიტყვამ უნდა წარგადგინოს საკუთრივ შენ - როგორც ავტორიტეტი და როგორც პიროვნება. გამოცდილება აყალიბებს შენს თვითდაჯერებულობას, რაც წარმატებული სიტყვის გასაღებია.

თუ ზემოთ მოცემულ რჩევებს გავითვალისწინებთ, ჩვენი საჯარო გამოსვლა წარმატებული იქნება და შევძლებთ, რომ ჩვენი სათქმელი გასაგებად მივიტანოთ აუდიტორიამდე.

0
509
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ გელეტაშვილი
მარიამ გელეტაშვილი
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0