x
რუმინეთისა და ნიგერიის შედარება მოსახლეობის განვითარების მიხედვით
რუმინეთი მდებარეობს ევროპის კონტინენტზე, კერძოდ, გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: უნგრეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი და სერბეთი. რუმინეთის ფართობია 238 319 კვ.კმ. მისი დედაქალაქი კი ბუქარესტი.ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. გაეროს კლასიფიკაციის მიხედვით, ის დასავლეთ აფრიკის რეგიონში შედის. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ნიგერი, კამერუნი და ბენინი. ხოლო ჩადის ტბით უკავშირდება ჩადის. ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის ფართობია 924 000 კვ.კმ. დედაქალაქია აბუჯა.

რუმინეთში 1990-2000 წლებში მოსახლეობის მთლიანმა ზრდამ -4, 37% შეადგინა. ხოლო საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი იმავე პერიოდში -0, 45% იყო. ნიგერიის მთლიანი ზრდის მაჩვენებელი 1990-2000 წლებში 26, 79% იყო, ხოლო იმავე პერიოდში საშუალო წლიური ზრდა 2, 36% იყო. რაც შეეხება 2000-2010 წლების პერიოდს, ამ პერიოდში რუმინეთის მოსახლეობის მთლიანი ზრდა -3, 18% იყო, ხოლო საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელმა -0, 32% შეადგინა. ნიგერიის მოსახლეობის ამავე პერიოდის მთლიანი ზრდა 28, 08% იყო, ხოლო საშუალო წლიური ზრდა 2, 46% დაფიქსირდა. მოცემული მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, რუმინეთისა და ნიგერიის მოსახლეობის დინამიკა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ რუმინეთში მოსახლეობის კლების ტენდენციაა, ნიგერიაში პირიქით, მოსახლეობა მაღალი ტემპით იზრდება.

რუმინეთში 1990 წელს შობადობის მაჩვენებელი 11, 4‰ დაფიქსირდა, ხოლო 2010 წლისთვის იგივე მაჩვენებელმა 10, 2‰ შეადგინა. ნიგერიისთვის შობადობის მაჩვენებელმა 1990 წლისთვის 43, 0‰ შეადგინა, ხოლო 2010 წლისთვის შობადობის მაჩვენებელი 40, 4‰ იყო. სიკვდილიანობა 1990 წლისთვის რუმინეთში 11, 4‰ იყო, ხოლო 2010 წლისთვის 11, 9‰. სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნიგერიაში 1990 წლისთვის 18, 8‰ დაფიქსირდა, ხოლო 2010 წლისთვის იმავე მაჩვენებელმა 15, 1‰ შეადგინა. ბუნებრივი მოძრაობის ამ ორი ძირითადი მაჩვენებლის საშუალებით, შეგვიძლია გავიგოთ მოცემული ქვეყნების ბუნებრივი მატების კოეფიციენტები. რუმინეთში მოსახლეობის კლება ფიქსირდება და შესაბამისად ბუნებრივი მატების მაჩვენებელი ამ პერიოდში უარყოფითია და -0, 46%–დან -0, 26%–მდე მერყეობს, თუმცა, როგორც ვხედავთ, მცირედი ზრდა ფიქსირდება. სრულიად განსხვავებული სიტუაციაა ნიგერიაში. აქ მოსახლეობა სწრაფი ტემპით იზრდება, შობადობის მაღალი მაჩვენებლისა და სიკვდილიანობის შემცირების ხარჯზე. ანუ, ბუნებრივი მატების კოეფიციენტი მოცემულ პერიოდში ნიგერიაში 2, 41%–დან 2, 50%–მდე იზრდება. ამრიგად, რუმინეთსა და ნიგერიას შორის ბინებრივი მოძრაობის მაჩვენებლების მიხედვით მკვეთრი განსხვავებაა.

რუმინეთის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 21 904 551 კაცს შეადგენს. აქედან 0-14 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 14, 8%-ს შეადგენს. ამ ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცი 1 667 894, ხოლო, ქალი 1 579 458. 15-64 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მთელს მოსახლეობაში 70, 4%-ია, სადაც 7 684 514 მამაკაცია, ხოლო, 7 725 957 ქალია. 65 და მეტი წლის ასაკობრივ ჯგუფს რაც შეეხება, ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 14, 8%-ს შეადგენს. ამ ასაკობრივ ჯგუფში 1 314 132 მამაკაცია და 1 932 596 ქალია. ანუ, რუმინეთის სქესობრივ სტრუქტურაში ქალები სჭარბობენ მამაკაცებს. რაც შეეხება ნიგერიის სქესობრივ და ასაკობრივ სტუქტურას, ნიგერიის მთელი მოსახლეობა 155 215 573 კაცია, აქედან 0-14 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 40, 9%-ია. სადაც 32 476 681 მამაკაცია, ხოლო, 31 064 539 ქალია. 15-64 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის წილი მთელს მოსახლეობაში 55, 9%-ია. ამ ჯგუფში 44 296 228 მამაკაცია, ხოლო, 42 534 542 ქალია. 65 და მეტი წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 3, 2%-ს შეადგენს. სადაც, 2 341 228 მამაკაცია, ხოლო, 2 502 355 ქალია. ამრიგად, ნიგერიის მოსახლეობაში მამაკაცები სჭარბობენ ქალებს. თუ ამ ორი ქვეყნის სქესობრივ სტრუქტურას შევადარებთ, დავინახავთ, რომ რუმინეთში ქალები სჭარბობენ, ხოლო ნიგერიაში მამაკაცები. შესაბამისად, რუმინეთში ყოველ 100 ქალზე 94, 3 კაცი მოდის, ხოლო, ნიგერიაში, ყოველ 100 ქალზე 102, 5 კაცი. ასაკობრივ სტრუქტურაშიც მკვეთრი განსხვავებაა. რუმინეთში თუ 15-64 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა ყველაზე მეტია, ნიგერიაში პირიქით, ახალგაზრდათა ხვედრითი წილი ძალიან მაღალია.


რუმინეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73 წელია. ჩვილთა სიკვდილიანობა კი 11‰ . 1 ადამიანის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული წლიური ხარჯი 773 აშშ დოლარს შეადგენს. წიგნიერების დონე 97, 3%-ია. საშუალო ასაკი 38 წელია. ნიგერიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 54 წელია. ჩვილთა სიკვდილიანობა 88‰ . 1 ადამიანის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი კი 136 აშშ დოლარს უდრის. წიგნიერების დონე 68%-ია. საშუალო ასაკი კი 19 წელია. ცხოვრების ხარისხის მოცემული მაჩვენებლებით რუმინეთი და ნიგერია მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რასაც არსებული მონაცემები ამტკიცებს.

რუმინეთის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: რუმინელები 89, 5% (ინდოევროპული ოჯახის რომანული ჯგუფი), უნგრელები 6, 6% (ურალის ენათა ოჯახის ფინო-უგორიული ჯგუფი), ROMA-ები 2, 5%, უკრაინელები 0, 3% (ინდოევროპული ოჯახის სლავური ჯგუფი), გერმანელები 0, 3% (ინდოევროპული ოჯახის გერმანული ჯგუფი), რუსები 0, 2% (ინდოევროპული ოჯახის სლავური ჯგუფი), თურქები 0, 2% (ალტაის ენათა ოჯახის თურქული ჯგუფი), სხვები 0, 4%. ნიგერიის ეთნიკურ შემადგენლობას რაც შეეეხება, ეს ქვეყანა მრავალეთნიკურია და 250 ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს. მათგან მთავარია ჰაუსა და ფულანი 29%, იორუბა 21%, იგბო 18%, იჯაო 10%, კანური 4%, იბიბიო 3, 5%, ტივი 2, 5%. ყველა ეს ჯგუფი აფრო-აზიასტიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. რუმინეთის ლინგვისტური სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: რუმინული (ოფიციალური) 91%, უნგრული 6, 7%, რუმინელი ბოშების ენა 1, 1%, სხვა 1, 2%. ნიგერიაში კი ინგლისური ოფიციალური ენაა, ასევე საუბრობენ იორუბასა და იგბოზე. ამრიგად, რუმინეთიც და ნიგერიაც ლინგვისტური თვალსაზრისით არც ისე ჭრელი ქვეყნებია და შესაბამისად, ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდებიან.

რუმინეთი რელიგიური სტრუქტურის მიხედვით არც ისე მრავალფეროვანია. აქ ვხვდებით მართლმადიდებლებს 86, 8%, პროტესტანტებს 7, 5%, რუმინელი კათოლიკეები 4, 7%, სხვა (მეტწილად მუსლიმები) 1%. ნიგერია კი რელიგიური თვალსაზრისით არც ისე ჭრელია, აქ არიან მუსლიმები 50%, ქრისტიანები 40% და ადგილობრივი რელიგიების მიმდევრები 10%. ამრიგად, რუმინეთსა და ნიგერიას თუ შევადარებთ რელიგიური სტრუქტურის მიხედვით, დავინახავთ, რომ ამ ორ ქვეყანას შორის რელიგიური მრავალფეროვნების მხრივ თვალშისაცემი განსხვავება არაა.

რუმინეთის მთლიან მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ხვედრითი წილი 46, 2%. უმუშევრების ხვედრითი წილი კი 7, 8%-ია. დასაქმების სტრუქტურა ეკონომიკის დარგების მიხედვით ასე გამოიყურება: სოფლის მეურნეობაში 29, 7%, მრეწველობაში 23, 2% და მომსახურების სფეროში 47, 1%. ნიგერიაში კი ეამ-ის ხვედრითი წილი 31, 9%-ია. უმუშევრების ხვედრითი წილი 4, 9%. დასაქმების სტრუქტურა ეკონომიკის დარგების მიხედვით ასე ნაწილდება: სოფლის მეურნეობაში 70%, მრეწველობაში 10% და მომსახურების სფეროში 20%. როგორც ვხედავთ, ამ ორი ქვეყნის დასაქმების სტრუქტურა მკვეთრად განსხვავადება ერთმანეთისგან. თუ რუმინეთში წამყვანი როლი მომსახურების სფეროს უჭირავს, ნიგერიაში პირიქით, წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. მრეწველობაში დასაქმებულთა პროცენტულ რაოდენობაშიც მკვეთრი განსხვავებაა.

რუმინეთის საგარეო მიგრაციის სალდო -0, 13‰ და შესაბამისად ემიგრაციის ქვეყანაა. რუმინეთის მოსახლეობაში იმიგრანტთა ხვედრითი წილი 0, 60%-ია. ნიგერიის საგარეო მიგრაციის სალდოც უარყოფითია და -0, 10‰-ს შეადგენს, ე.ი. ნიგერიაც ემიგრაციის ქვეყანაა. ნიგერიის მოსახლეობაში იმიგრანტთა ხვედრითი წილი 0, 74%-ია. როგორც ვხედავთ, რუმინეთიც და ნიგერიაც ემიგრაციის ქვეყნებია.

რუმინეთის ურბანიზაციის დონე 55%-ია. მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბუქარესტი(დედაქალაქი) 1 942 254 მცხოვრებით, ტიმისოარა 311 428 მცხოვრებით, ლასი 309 631 კაცით, კლუი-ნაპოკა 305 636 კაცით, კონსტანტა 301 221 მცხოვრებით, კრაიოვა 298 740 კაცით, გალატი 290 593 მცხოვრებით და ბრასოვი 276 914 კაცით. ნიგერიის ურბანიზაციის დონე კი 45%-ია. მნიშვნელოვანი ქალაქებია: ლაგოსი 7 937 932 მცხოვრებით, კანო 3 848 885 კაცით, იბადანი 3 078 400 მცხოვრებით, კადუნა 1 652 844 კაცით, პორტ ჰარქოურტი 1 320 214 მცხოვრებით, ბენინ სიტი 1 051 600 კაცით, მაიდუგარი 1 044 497 მცხოვრებით და ზარია 1 018 827 კაცით. დედაქალაქ აბუჯაში კი 776 298 მცხოვრებია. როგორც ვხედავთ, რუმინეთისა და ნიგერიის ურბანიზაციის დონეებს შორის მკვეთრი განხსვავება არ შეიმჩნევა.

რუმინეთის რუკის მეშვეობით ადვილი მისახვედრია, რომ ქვეყნის მოსახლეობის განლაგების ძირითადი არეალებია: ცენტრალური და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილები და ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლი. რუმინეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე 90 კაცია კვ.კმ-ზე. ხოლო, ნიგერიის რუკას თუ დავაკვირდებით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულია, კერძოდ, ყველაზე დიდი კონცენტრაციით გამოირჩევა ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთი და კანოს, კაცინას, სოკოტოს და ზამფარას ცენტრალური ნაწილები. ნიგერიის მოსახლეობის სიმჭიდროვე კი 171 კაცია კვ.კმ-ზე. როგორც ვხედავთ, ნიგერიის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი რუმინეთისას თითქმის ორჯერ აღემატება.

ზემოთ მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ადვილად მივხვდებით, რომ რუმინეთის მოსახლეობა ნიგერიის მოსახლეობასთან შედარებით განვითარების მხრივ ბევრად წინაა.

0
135
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გელეტაშვილი
მარიამ გელეტაშვილი
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0