x
ერი პრიმორდიალური ფენომენია, თუ მოდერნისტული?
ნაციონალიზმის პარადიგმებს შორის პრიმორდიალიზმი უძველესია.
შესაბამისად, თუ ვიტყვით რომ ერი პრიმორდიალური ფენომენია, ესე იგი უძველესია. პრიმორდიალისტური მიდგომის ჩამოყალიბება და განვითარება უკავშირდება ცნობილი ფრანგი მოაზროვნეების და
საზოგადო მოღვაწეების ჟან-ჟაკ რუსოს და მანუელ-ჟოზეფ სიიესის სახელებს. სიიესი, ერთერთი პირველი იყო, ვინც ჯერ კიდევ 1789 წელს დასვა საკითხი იმის შესახებ, რომ სუვერენიტეტი
არა სამღვდელოებას და არსიტოკრატიას, არამედ ერს (ხალხს) უნდა ეკუთვნოდეს. საფრანგეთში და შემდგომ დასავლეთ ევროპაში მოქალაქეობის ინსტიტუტის დამკვიდრებამ გააძლიერა რწმენა
ერის სიდიადეში. სანამ ჩემს აზრს დავაფიქსირებდე, ლოგიკურია, რომ უნდა განვმარტო ტერმინი- ერი. ერის მრავალი განმარტება არსებობს, რომელთაგან ყველაზე მართებულად და პოპულარულად
ენტონი დაგლას სმიტის განმარტება მიმაჩნია. იგი გვთავაზობს განმარტებას, რომელშიც ერი განისაზღვრება, როგორც გარკვეულ ტერიტორიის მქონე ხალხთა თანაცხოვრება საერთო ეთნომიმით, მითებით, ისტორიით, საზოგადოებრივი კულტურით, უფლება–მოვალეობებითა და ეკონომიკით. თუმცა, ამ განმარტების გარდა
ასევე მისაღებად მიმაჩნია ერის სხვა განმარტებაც, რომლის მიხედვითაც ერი არის ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული, მყარი ერთიანობა საერთო ტერიტორიით, ენით, ეკონომიკური თანაცხოვრებითა და კულტურულ-ფსიქოლოგიური (ნაციონალური ხასიათი, თვითცნობიერება, ინტერესები და ყოფა) ნიშნებით. პრიმორდიალისტებს მიაჩნდათ, რომ ერი სათავეს უხსოვარი დორიდან იღებს, ხოლო, მოდერნისტების შეხედულების მიხედვით, ერი თანამედროვე ეპოქის ქმნილებაა.

ჩემი აზრით, ერი პრიმორდიალური წარმოშობისაა. რატომ? ჩემი პოზიციის დასადასტურებლად შემიძლია ვთქვა, რომ ამის ნათელი
მაგალითია ძველი ასირიელები ან ძველი ეგვიპტელები. არჩევანს ძველ ეგვიპტელებზე შევაჩერებ.

ძველი ეგვიპტე უძველესი ცივილიზაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ნილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს.
ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის წარმატებას ნაწილობრივ განაპირობებდა ნილოსის ხეობის ბუნებრივი პირობებისადმი ადაპტირების უნარი. წინასწარ გათვლილი წყალდიდობების პერიოდები და ნაყოფიერი ხეობის კონტროლირებული საირიგაციო სისტემა ჭარბი მოსავლის მოყვანის საშუალებას იძლეოდა, რამაც ბიძგი მისცა სოციალურ და კულტურულ აღმავლობას. მდიდარი რესურსებით ზურგმომართული ადმინისტრაცია აფინანსებდა ხეობაში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებასა და გარშემო უდაბნო რეგიონების დამუშავებას, ასევე დამწერლობის სისტემის განვითარებას, კოლექტიური მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო პროექტების ორგანიზებას, მეზობელ რეგიონებთან ვაჭრობასა და სამხედრო კამპანიას, რომლის მიზანი ეგვიპტის გავლენის სფეროს გავრცელება იყო. ამ საქმიანობისთვის მასების მოტივირება და ორგანიზება არისტოკრატ უხუცესთა, რელიგიურ ლიდერთა და ადმინისტრატორთა ბიუროკრატიულ მექანიზმს ევალებოდა, რომელსაც ფარაონი აკონტროლებდა რელიგიურ რწმენათა კომპლექსური სისტემის მეშვეობით. ძველ ეგვიპტელთა მრავალ მიღწევათა შორისაა მაღაროების დამუშავების, კადასტრისა და სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, რამაც მონუმენტური პირამიდების, ტაძრებისა და ობელისკების აგება გახადა შესაძლებელი; ასევე მას ეკუთვნის მათემატიკის სისტემის, პრაქტიკული და ეფექტური მედიცინის სისტემის, საირიგაციო სისტემისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნიკის განვითარება. პირველი დღემდე ცნობილი გემები, ეგვიპტური ფაიენცი (კერამიკა) და მინის ტექნოლოგია, ლიტერატურის ახალი ფორმები და უძველესი დღემდე ცნობილი სამშვიდობო ხელშეკრულება ეგვიპტელებს ეკუთვნით. ეგვიპტემ უზარმაზარი მემკვიდრეობა დატოვა. მისი ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეების განმავლობაში სანიმუშო იყო ვრცელი რეგიონებისთვის, ხოლო აქ დამზადებული საქონელი მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მიჰქონდათ. მისი მონუმენტური ნანგრევები დღემდე მოგზაურთა და მწერალთა შთაგონების წყაროა.

თუმცა, ლოგიკურად მიმაჩნია დავსვა კითხვა: შეიძლება ძველი ეგვიპტელები ჩაითვალოს ერად? ამის შესამოწმებლად გადავხედოთ ერისათვის დამახასიათებელ ნიშნებს, რომელსაც სმიტი გამოყოფს.
სმიტი აყალიბებს შემდეგ მახასიათებლებს:
1. ფლობა გარკვეული ტერიტორიისა


2. ეთნომიმი

3. საერთო მითები

4.საერთო მასობრივი (საზოგადოებრივი) კულტურა

5.საერთო უფლებები და მოვალეობები
6.საერთო ეკონომიკა
თუ კარგად დავაკვირდებით ძველი ეგვიპტელების ისტორიას, ამ შვიდი მახასიათებლიდან ყველას “აკმაყოფილებენ” ძველი ეგვიპტელები. შესაბამისად, უდავოა, რომ ძველი ეგვიპტის მოსახლეობა ერთ-ერთი უძველესი ერია და ამ მაგალითის მიხედვით, ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ მოსაზრება, რომ ერი პრიმორდიალური ფენომენია.
როგორც უკვე აღვნიშნე, პრიმორდიალისტური მიდგომის ჩამოყალიბება და განვითარება უკავშირდება ცნობილი ფრანგი მოაზროვნეების და საზოგადო მოღვაწეების ჟან-ჟაკ რუსოს და მანუელ-ჟოზეფ სიიესის სახელებს. ახლაგაზრდა ფრანგული რესპუბლიკის მოღვაწეებმა და მოაზროვნეებმა აიტაცეს რუსოს ნააზრევი და ის რამდენიმე მიმართულებით განავრცეს. გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი დებულება: 1) ერი სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს; და 2) ეთნიკური კუთვნილება ადამიანის ბუნებრივი მოცემულობაა. მოდერნისტებისგან განსხვავებით პრიმორდიალისტებს მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია ეთნიკურობის ხელოვნურად შექმნა ან მისი თავს მოხვევა. ამაში მდგომარეობს ნაციონალისტური ორგანიციზმის მთავარი იდეა, რომელიც იზიარებს ერის წარმოშობისა და განვითარების სოციო-ბიოლოგიურ მიდგომას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეროვნული კულტურა, ტრადიციები მემკვიდრეობით ხასიათს ატარებს, რადგან ყოველ შემდგომ თაობას გადაეცემა.
პერენიალიზმი, როგორც სამეცნიერო მიმართულება ჩამოყალიბდა წინა საუკუნის პირველ ნახევარში. ამ მიდგომის მიმდევრები არ ურაყოფენ, რომ ნაციონალიზმი, როგორც იდეოლოგია თანამედროვე მოვლენაა, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ერები უხსოვარი დროიდან არსებობენ. ამგვარ დასკვნის საფუძველს წარმოადგენს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ერები ადამიანთა “ბუნებრივ” გაერთიანებებს წარმოადგენენ.
პრიმორდიალისტებისა და პერენიალისტების საწინააღმდეგოდ მოდერნისტები ამტკიცებენ, რომ ერი თანამედროვე ფენომენია, ვინაიდან ძველი ერები თანამედროვე ერების დამახასიათებელ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა, ნაციონალიზმის ეთნოსიმბოლისტური პარადიგმა გულისხმობს, რომ ერები (ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მაინც) ჩამოყალიბდნენ ადრეულ ეპოქებში. ეთნოსიმბოლიზმის მიხედვით თანამედროვე ერებს პრიმორდიალური ფესვები აქვთ, შესაბამისად დროთა განმავლობაში მიმდინარეობდა მათი ევოლუცია. ერების ჩამოყალიბება დინამიური პროცესია, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს და დღესაც მიმდინარეობდეს. შესაბამისად, მყარი არგუმენტის მოძებნა იმის დასამტკიცებლად, რომ ერი მოდერნული ფენომენია და არა პრიმორდიალური, არც ისე ადვილია, რადგან, იმის უარყოფა, რომ ებრაელები და სომხები უძველესი ერია, გადჭრით და ადვილად არავის შეუძლია.
საბოლოოდ, დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო, რომ აქ მოყვანილ მაგალითებსა და წარმართულ მსჯელობას საკმარისად მივიჩნევ ჩემი პოზიციის დასამტკიცებლად და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ერი პრიმორდიალური, უძველესი ფენომენია. ამის ნათელი მაგალითია, ებრაელები, სომხები, ძველი ეგვიპტელები თუ სხვა უძველესი ცივილიზაციის ერები.
ბოლოს, მინდა დავასრულო მიხაკო წერეთლის სიტყვებით: “ერი ეს არის ერთი სოციალური სუპერ– ორგანიზმი ანუ ჰიპერ– ორგანიზმი. შემდგარი ერთგვარ ანუ მრავალგვარ ეთნიურ და სოციალურ მასალათაგან, რომელსაც შეუძლია ჟამთა ვითარებაში შექმნას ერთი გარეგნულად მოწესრიგებული საერთო ცხოვრება თავის შემადგენელ ერთეულთა. ერთი საზოგადოება ყველა თავისი ორგანოებითა, ენითა, სარწმუნოებითა, მეცნიერებითა, ზნეობითა, ხელოვნებითა, სამართლითა და პოლიტიკითა –საზოგადოება განსაკუთრებული ისტორიითა, ტიპითა და თვით შეგნებითა, სრულის ინდივიდუალობითა”. ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერის განუყოფელი მახასიათებელია ისტორია, რაც ეპოქებიც განმავლობაში ყალიბდება.







0
447
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ გელეტაშვილი
მარიამ გელეტაშვილი
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0