x
შეიძლება თუ არა არსებობდეს ერი სახელმწიფოს გარეშე?
მოცემულ კითხვაზე ჩემი სუბიექტური აზრის გადმოცემადე და მის დასაბუთებამდე საჭიროდ მივიჩნევ, რომ მოვიყვანო ერისა და სახელმწიფოს განმარტება, რათა დასმულ საკითხს ლოგიკური მიმართულება მივცე. არსებობს ერის რამდენიმე განმარტება, რომელთაგან ყველაზე მიღებულია ენტონი დაგლას სმიტის მიერ მოცემული განმარტება, რომლეშიც ერი განისაზღვრება, როგორც ადამიანთა ერთობა, რომელსაც ახასიათებს საერთო ეთნომიმი, მითები, ისტორიია, საერთო მასობრივი (საზოგადოებრივი) კულტურა, საერთო უფლებები და მოვალეობები (ე.ი. საერთო კანონდმებლობა), ერთიანი ეკონომიკა (ე.ი. ეკონომიკური ინფრასტრუქტურა) და გარკვეული ტერიტორიის ფლობა (ე.ი. სუვერენიტეტი). აქედან გამომდინარე შეიძლება დავსკვნათ, რომ ეთნოსი, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა და შექმნა სახელმწიფოებრიობა არის ერი. რაც შეეხება სახელმწიფოს, ამ ტერმინის რამდენიმე განმარტება არსებობს, რომელთაგან ყველაზე მისაღებად და მრავლისცმომცველად მიმაჩნია შემდეგი: ხშირად წარმოადგენს „ქვეყნის“ სინონიმს. ეს არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მუდმივად სახლობენ ფიქსირებულ ტერიტორიაზე, აქვთ საერთო კანონები, ჰყავთ მთავრობა და შესწევთ საერთაშორისო ურთიერთობის წარმართვის უნარი.

ახლა უშუალოდ ჩემს პოზიციას რაც შეეხება, მე ვთვლი, რომ შეიძლება არსებობდეს ერი სახელმწიფოს გარეშე. ყველაზე უხეში შედარება რომ მოვიყვანოთ, მსოფლიოში 5000-ზე მეტი ერია და 200-მდე სახელმწიფო. უფრო მყარ არგუმენტად კი ბალკანეთის ებრაელების არსებობა მიმაჩნია. გადავიდეთ უშუალოდ საკითხზე.

ჩემი აზრით, ვერც ენობრივი, ვერც სახელმწიფოებრივი და ვერც რელიგიური ნიშნით ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა არის ერი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენებურად. ბელგიელები საერთო ქვეყნის შვილები არიან და არა ერისა და ფლანდრიელებისა და ფრანკოფონი ვალონების მიმდინარე გახლეჩა ამის დასტურია. ამერიკელების პრიმიტიული გაიგივება ერისა და სახელმწიფოსი (Nation) სრულიად მიუღებელია დედამიწის მოსახლეობის უმეტესობისათვის და ასევე გაუგებარია მათივე მხრიდან შეცვლილი ამავე ინგლისური ტერმინის წარმოებული Nationality, რომელიც ხან მოქალაქეობისა და ხან ეროვნების აღსაწერად გამოიყენება ამერიკაში. ჰკითხეთ, აბა, კატალანზე მოსაუბრე ბარსელონელებს, არიან ისინი ერთი ერი (Nation) ან ეროვნება (Nationality) ესპანელებთან ერთად საერთო სახელმწიფოში ყოფნის მიუხედავად? ან ჰკითხეთ იმავე ბასკებს იმავე ესპანეთში და ქურთებს თურქეთში, არიან ისინი ერთი Nation იმ ქვეყნების ეროვნულ უმრავლესობებთან ერთად, დამოუკიდებლად იმისაგან, რას "ცნობს და არ ცნობს" გაერთიანებული ერების ორგანიზაცია?

შემომედავებიან და მეტყვიან, რომ არსებობენ ერები: ქურთები, პუშტუნები, ჰუტუები თუ ფლანდრიელები - ერები, რომელთაც არ აქვთ სახელმწიფოებრიობა. მათ საპასუხოდ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მსოფლიოში ბევრი მეცნიერი მათ ერებად არ მიიჩნევს, რიგი მიზეზების გამო, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ არ გააჩნიათ საერთო კანონმდებლობა თუ სუვერენიტეტი, ასევე საერთო კულტურული ღირებულებები თუ ისტორია და მითები.


თუ გავიხსენებთ 1918 წელს, როცა ნაციონალიზმმა დაამარცხა მრავალეროვანი მოდელი, ამ დროისათვის, რატომ არ ჰქონდათ ბალკანეთის ებრაელებს სახელმწიფო ამ რეგიონში? მაშინ, როცა ისინი 2 მილიონამდე იყვნენ, ანუ, უფრო მეტნი ვიდრე დანარჩენი სლოვენები და ალბანელები. ამ კითხვას შეიძლება შემდეგი პასუხები გავცეთ:

1. ებრაელები შედარებით გვიან მივიდნენ დასავლეთ ევროპაში და სადაც მივიდოდნენ ჰქონდათ უცხოეთიდან შემოსული საზოგადოების სტატუსი, თუმცა პრეტენზიას აცხადებდნენ გარკვეული ტერიტორიების ფლობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ მიწები აითვისეს (დაიკავეს)
2. ებრაელებზე ნაციონალიზმის კონცეფცია შედარებით გვიან ვრცელდება. თანამედროვე ბალკანური ქვეყნებიდან უმეტესობა ისტორიული ერია, რომელიც დამოუკიდებელი იყო კლასიკურ და შუა საუკუნეებში. ებრაელები ამის შემდეგ უბრუნდებიან ნაციონალიზმის კონცეფციას, მიწებს კი სხვა ერები იკავებენ.
3. არ არსებობდა ბალკანეთის ებრაული სახელმწიფო, რადგან ბალკანეთის ებრაული ნაციონალიზმი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს შექმნას ბალკანეთს გარეთ და ამას კიდეც მიაღწიეს. ბალკანეთის ებრაელების ნაციონალიზმი სიონიზმის ნაწილი იყო და ისრაელის სახელმწიფოს დაარსების საფუძველი, შესაბამისად, მიზნად არ ისახავდა ბალკანეთის რეგიონში სახელმწიფოს შექმნას.

შუა საუკუნეებში ევროპული ებრაული დიასპორა ორ ნაწილად გაიყო: ესპანელ და გერმანელ ებრაელებად. ესპანელი ებრაელები 1490-იან წლებში გამოაძევეს ესპანეთიდან და პორტუგალიიდან. ამ დროს, ოსმალეთმა შესთავაზა მათ რელიგიური თავისუფლების რაღაც ხარისხი და ებრაელებიც ოსმალეთის იმპერიისაკენ დაიძრნენ, კერძოდ, კონსტანტინოპოლისაკენ. აქ წარმოიშვა მცირე ებრაული სეპარატისტული ნაწილი, რომელიც ცდილობდა ჩამოეყალიბებინა საკუთარი თვითმმართველობა. ხოლო, მას შემდეგ, როცა თურქებმა 1500-იან წლებში დაიპყრეს ბალკანეთი, ებრაელები გაყვნენ მათ და უფრო მსხვილ ქალაქებში დასახლდნენ. ებრაელებმა სალონიკის (დღევანდელი საბერძნეთი) მოსახლეობის უმრავლესობა შეადგინეს და II მსოფლიო ომამდე ასე გრძელდებოდა. აშკენაზი ებრაელებიც მუდმივ დევნას განიცდიდნენ.

ცხადია, საინტერესოა ისტორიული მიმოხილვა (მე აუცილებლად მივიჩნიე, რომ განმეხილა ისტორიული ფაქტები, რადგან დასკვნის გამოტანისათვის საჭიროა იცოდე, თუ რა ისტორიულმა ფაქტებმა განაპირობა ერის სახელმწიფოს გარეშე არსებობა), თუმცა, ჩემი მოსაზრება რომ უფრო განმემტკიცებინა, გადავწყვიტე თვალი გადამევლო ებრაელების დამოკიდებულებას ნაციონალიზმის მიმართ, რადგან, ვთვლი, რომ ნაციონალიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის.

ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა, რომ ებრაელებისათვის მისაღები იყო მე-19 საუკუნის ლიბერალიზმი და ნაციონალიზმი და იმ ფაქტმა, რომ ებრაულმა ნაციონალიზმმა ნაყოფი გამოიღო და 1948 წელს ისრაელის სახელმწიფო დააარსეს, ჩემი მოსაზრება ნაციონალიზმსა და სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას შორის კავშირის არსებობის შესახებ გაამყარა.

ცნობილი ფაქტია, რომ ებრელებისათვის სიონიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს, მათთვის რელიგია რიგ საკითხებში გადამწყვეტ როლს ასრულებს. შესაბამისად, გამიჩნდა კითხვა: რამ განაპირობა, რომ ებრაელმა ხალხმა ერად არსებობა შეძლო სახელმწიფოს გარეშე? რელიგიამ თუ სეკულარიზმმა? კვლავ მივმართე ისტორიას. ებრაულ დიასპორებში სეკულარული ელემენტები იმაზე ადრე ძლიერდებოდა, ვიდრე რაიმე სახის პრაქტიკულ გამოყენებას მიიღებდა. ამ დროს განხეთქილება იყო აღმოსავლეთ ევროპის ებრალებსა და პროგრესულ ვენასა და გერმანიაში მცხოვრებ ებრაელებს შორის, უფრო კონკრეტულად, კი, მათ შეხედულებებში რელიგიური და სეკულარული ფაქტორების დომინირებასთან დაკავშირებით. თუმცა, მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბება, როდესაც ორივე მხარე მიხვდა, რომ რელიგიური, კულტურული და საერო ღირებულებების გაერთიანებითაა მხოლოდ შესაძლებელი ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

საბოლოოდ, დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ჩემი მოსაზრებას, რომ ერი ნამდვილად არსებობს სახელმწიფოს გარეშე, ადასტურებს ებრაელების მაგალითი. ლიბერალიზმისა და ნაციონალიზმის მყარი ურთიერთკავშირი საშუალებას აძლევს ერს ტერიტორიული გაერთიანების გარეშე იარსებოს. ხოლო, რელიგიური და სეკულარული შეხედულებების ერთი საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების საფუძველია.




0
323
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ გელეტაშვილი
მარიამ გელეტაშვილი
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0